LIVE
ვიდეო
11 მაი, 2021 19:00
NBC 2022 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებას ეთერში არ გაუშვებს
843

Comcast-ის NBC 2022 წლის ოქროს გლობუსის დაჯილდოებას ეთერში არ გაუშვებს. არხის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი მცირე  მრავალფეროვნებაა, რომელზეც დაჯილდოების ორგანიზატორმა, ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციამ უნდა იმუშაოს.

"NBC-ზე 2022 წლის ოქროს გლობუსი ეთერში არ გავა",- ნათქვამია NBC-ის განცხადებაში. არის შანსი, რომ შოუ 2023 წელს დაბრუნდება, თუ მისი ორგანიზატორი HFPA წევრობის წესებს და პრაქტიკებს შეცვლის.

ორგანიზაცია კრიტიკის სამიზნე მრავალფეროვნების ნაკლებობის გამო გახდა, რაც Los Angeles Times-მა მოაქცია ყურადღების ცენტრში. სარჩელის მიხედვით, რომელიც ორმა ჟურნალისტმა ასოციაციის წინააღმდეგ შეადგინა, ორგანიზაციას ბრალი კორუფციაში ედება.

NBC-ის თქმით, ორგანიზაციის პირობა, რომ მრავალფეროვნების საკითხს მოაგვარებს, სერიოზულად უნდა იქნეს მიღებული, თუმცა პროგრესი მანამდე უნდა გახდეს აშკარა, სანამ შოუ ეთერში დაბრუნდება. ოქროს გლობუსის დაჯილდოებას ორგანიზებას HFPA და Dick Clark Productions-ი უწევს, რომლის წილი ინვესტორს ტოდ ბოელის ეკუთვნის.

"ჩვენ გვჯერა, რომ HFPA საგულისხმო ცვლილებებს განახორციელებს. თუმცა, ამ ტიპის ცვლილებებს დრო და მუშაობა სჭირდება და ჩვენი რწმენით, HFPA-ს დრო დასჭირდება, რომ ეს ყველაფერი სწორად გააკეთოს",- აცხადებს NBC.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატის ავტორი: კელი გიბლომი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ