LIVE
ვიდეო
04 მაი, 2021 12:00
ჯო ბაიდენი ლტოლვილების მიღების კვოტას ზრდის
636

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პოლიტიკურ მოკავშირეებთან არსებული დაძაბულობის განსამუხტად, ლტოლვილთა მიღების კვოტას ოთხჯერ ზრდის. ამერიკა სექტემბრის ბოლოს 62 500 ლტოლვილს გაუხსნის საზღვარს. პრეზიდენტის თქმით, ეს გადაწყვეტილება ასახავს მის ვალდებულებას, უპასუხოს უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ხალხს.

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ტრამპის დროს დაწესებული ისტორიულად დაბალი ზღვარი „არ ასახავს ამერიკის ღირებულებებს, ქვეყნის, რომელიც მიესალმება და მხარს უჭერს ლტოლვილებს“.

აშშ-ის პრეზიდენტი მიგრაციასთან დაკავშირებით ორპარტიული კრიტიკის ობიექტი გახდა. 

„მიუხედავად იმისა, რომ ახალმა ადმინისტრაციამ მემკვიდრეობით მიიღო დაზიანებული საიმიგრაციო სისტემა, რომელიც განადგურდა და საბოტაჟირდა წინა პრეზიდენტის მიერ, ჩვენ ეს ყველამ სწრაფად უნდა გამოვასწოროთ“,- თქვა ვაშინგტონის შტატის წარმომადგენელმა, პრამილა ჯაიაპალმა, კონგრესის პროგრესული ფრაქციის თავმჯდომარემ.

„ლტოლვილთა ლიმიტის გაზრდა საფრთხეს შეუქმნის ამერიკელ დასაქმებულებსა და უსაფრთხოებას. ბაიდენის ადმინისტრაცია ორიენტირებული უნდა იყოს ამერიკელების სამსახურში დაბრუნებაზე“,- განაცხადა არკანზასის რესპუბლიკელმა სენატორმა, ტომ კოტონმა.

რესპუბლიკელების მწვავე კრიტიკის შემდეგ, ბაიდენმა გადაწყვეტილებას ხელი არ მოაწერა. ამ ნაბიჯმა მისი მოკავშირეების უკმაყოფილება გამოიწვია. ისინი მიიჩნევენ, რომ დათმობის პოლიტიკით პრეზიდენტი რესპუბლიკელებისგან პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მიიღებს, მაგრამ ზიანს მიაყენებს პოტენციურ ლტოლვილებს.

ბაიდენის ახალი პოლიტიკის თანახმად, 22,000 ადგილი ეკუთვნის აფრიკიდან წამოსულ ლტოლვილებს, 6,000 - აღმოსავლეთ აზიიდან, 4,000 - ევროპიდან და შუა აზიიდან, 5,000 - ლათინური ამერიკიდან და კარიბის ზღვის აუზიდან, 13,000 - შუა აღმოსავლეთიდან და სამხრეთ აზიიდან, ხოლო 12,500 ადგილი დარჩება რეზერვში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯორდან ფაბიანი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ