LIVE
ვიდეო
20 აპრ, 2021 11:50
შემოწმებული 578 საცხობიდან და საკონდიტროდან 63 დაჯარიმდა 
904

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს 578 საკონდიტრო და საცხობი შემოწმდა, რომელთაგან სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 63 ობიექტი, კრიტიკული შეუსაბამობების გამო კი საწარმოო პროცესი 20 ბიზნესოპერატორს შეუჩერდა.

"ბიზნესოპერატორებს განემარტათ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ უმეტესობამ უკვე განაახლა საქმიანობა. შემოწმებისას ძირითადად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გამწოვი სისტემების გაუმართაობა და ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის არქონა",- აღნიშნავენ სეს-ში.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სეს-ი საცხობებისა და საკონდიტროების კონტროლს ააქტიურებს და სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ