LIVE
ვიდეო
12 აპრ, 2021 18:15
უკრაინა რუსეთს ჯარის უკან დახევისკენ მოუწოდებს
1971

უკრაინა რუსეთს მოუწოდებს, უკან დახიოს საზღვართან განლაგებული ჯარი, რადგან აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რუსეთი გააფრთხილა, რომ კრემლი ნებისმიერი აგრესიის გამო "საფასურს" გადაიხდის.

ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ორ მეზობელ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახლა ყველაზე მეტად დაიძაბა. უკრაინის აღმოსავლეთში, სეპარატისტული რეგიონების სტატუსის გამო დაწყებულ ომს 13,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

12 აპრილს, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთს სამხედრო რიტორიკის და დეზინფორმაციის შეწყვეტისკენ მოუწოდა. სამინისტროს პოზიციით, კონფლიქტის მოგვარება უნდა ეფუძნებოდეს 2015 წლის მინსკის სამშვიდობო შეთანხმებას.

კრემლი კვლავ ადასტურებს, რომ სამხედრო გადაადგილებები პასუხია უკრაინის არმიის მხრიდან განახლებული თავდასხმის საფრთხეზე. უკრაინა კი ამ ბრალდებას უარყოფს.

უკრაინას სურს, რომ დასავლეთმა რუსეთი ახალი სანქციებით შეაკავოს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 11 აპრილს განაცხადა, რომ ევროპელ მოკავშირეებთან მუდმივ კავშირში იმყოფება.

უკრაინის მხარემ აგრეთვე განაცხადა, რომ სურთ პირისპირ მოლაპარაკებები გამართონ პრეზიდენტ პუტინთან, თუმცა რუსეთის განცხადებით, მათთვის ამგვარი ინიციატივით არ მიუმართავთ.

კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტს კვლავ შიდა პრობლემა უწოდა და დასძინა, რომ რუსეთი საკუთარ უსაფრთხოებას იცავს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დარია კრასნოლუცკა

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ