LIVE
ვიდეო
12 აპრ, 2021 19:20
როგორ აისახება ეკონომიკაზე ორ კვირიანი უქმე დღეები?
542

კერძო სექტორის შეფასებით, 2-კვირიანი უქმე დღეები ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება. როგორც ბიზნესი აღნიშნავს, მათი ნაწილი დისტანციურ რეჟიმზე გადაწყობას ვერ შეძლებს.

"ყველა ის ღონისძიება, რომლითაც რაღაცას ხელოვნურად ვახანგრძლივებთ, ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის გარეშე, იმედის მომცემი არ არის. ეს უბრალოდ კონკრეტული პრობლემის დროში გაწელვაა",- აცხადებს "ნატახტარის" კორპორატიული დირექტორი, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.

ქვეყანაში სავალდებულო უქმე დღეები ჯერ კიდევ 3-დან 15 იანვრის ჩათვლით დაწესდა, რის შემდეგაც, იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11.5%-ით შეამცირა. ეკონომისტები არ გამორიცხავენ, რომ მორიგი უქმეები ეკონომიკაზე კიდევ უფრო ნეგატიურად აისახება. სპეციალისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, ხანგრძლივი შეზღუდვებისგან თავი შეიკავოს და ვირუსს ვაქცინაციით ებრძოლოს.

ცნობისთვის, მთავრობა მობილობის შესამცირებლად, 4-დან 11 მაისის ჩათვლით უქმე დღეებს აცხადებს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რომელ სფეროებს შეეხება გადაწყვეტილება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ