BDO-ს მმართველი პარტნიორის, ზურაბ ლალაზაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში საქართველოს მიმართ ევროპული კომპანიების დაინტერესება შემცირდა.
„ჩვენ წლებია ვსაუბრობთ პრობლემებზე, სასამართლოზე, გაჭიანურებულ დავებზე, ობიექტურობაზე და სამართლიანობაზე. არ ვიცი ამის გამო, თუ სხვა მიზეზის, მაგრამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით შემცირდა ევროპული კომპანიების დაინტერესება საქართველოში. ჩვენ, ჩვენი გამოცდილებით, ამას ნამდვილად ვგრძნობთ. ბევრ კოლეგასთანაც მქონია საუბარი და დასავლური ინვესტიციების შემცირების ნაწილში ერთიანი აღქმაა“,- აღნიშნა ლალაზაშვილმა "ბიზნეს ფორმულას" ეთერში.
მისივე შეფასებით, კანდიდატის სტატუსის მიღება და სიგნალი, რომ საქართველო პერსპექტივაში არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, სხვანაირად გამოაფხიზლებს ევროპულ ინვესტიციებს.
„ინვესტიციების შემთხვევაში მხოლოდ დაფინანსება არ არის მნიშვნელოვანი, აქ მთავარი გამოცდილება და ცოდნაა. ევროპული ტიპის ინვესტიციები თანამშრომლებს პროფესიული კუთხით ზრდის და ასევე გარკვეულ სტანდარტებს ამაღებს. თუ ქვეყანა სწორ ნაბიჯებს გადადგამს, დასავლეთში ჩვენი ქვეყნის მიმართ აღქმა ნამდვილად შეიცვლება“,- განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.