LIVE
ვიდეო
Meta მშობლებს თინეიჯერი შვილების გაკონტროლების შესაძლებლობას მისცემს
1134

Meta საკუთარ პლატფორმებზე ახალ დამცავ საშუალებებს და მონიტორინგის ინსტრუმენტებს ამატებს, რითაც მშობლებს თინეიჯერი შვილების გაკონტროლების შესაძლებლობას აძლევს.

ამ ინსტრუმენტის მეშვეობით, მშობლებს Messenger-ზე წვდომა ექნებათ, მოზარდები Facebook-ზე 20 წუთის გატარების შემდეგ პლატფორმის დატოვების შესახებ გაფრთხილებას მიიღებენ. ახალი ინსტრუმენტი მოზარდებს Instagram-ის დაუსრულებელი "სქროლვის" შეწყვეტისკენაც მოუწოდებს.

Meta-ს შეტყობინებების აპლიკაციის, Messenger-ის მშობლებისთვის ზედამხედველობის ინსტრუმენტი იქნება ისეთი, როგორიც Instagram-ს უკვე აქვს. მშობლებსა თუ მეურვეებს შესაძლებლობა ექნებათ, ნახონ რა დროს ატარებენ მოზარდები Messenger-ში, ამასთან, მიიღებენ განახლებულ ინფორმაციას შვილების პირად კონტაქტებთან დაკავშირებით და ასევე, მოზარდის მიერ რომელიმე კონტაქტის დაბლოკვის შესახებ.  

ახალი ფუნქციები სოციალურ ქსელებს მას შემდეგ ემატება, რაც Meta-ს კანონმდებლები სულ უფრო ხშირად აკრიტიკებენ პლატფორმების მოზარდებზე ძლიერი გავლენის გამო. როგორც ცნობილია, Meta-ს პლატფორმებზე დარეგისტრირება 13 წლის ასაკიდან დაშვებულია.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ