LIVE
ვიდეო
04 მარ, 2021 18:50
პროფესიულ პროგრამებზე კურსდამთავრებულთა რაოდენობა შემცირდა
680

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებზე კურსამთავრებულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. 9 400 სტუდენტიდან გასულ წელს სწავლა მხოლოდ 3 400-მა დაასრულა. მთავარ მიზეზებს შორის პანდემია სახელდება. თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, პროფესიული განათლება სათანადო პოპულარობით ვერც პანდემიამდე სარგებლობდა, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლები მუდმივად მიუთითებენ, ტექნიკური უნარების მქონე კადრების საჭიროებაზე.

„მოთხოვნა-მიწოდებას შორის არის გარკვეული დისბალანსი. მაგალითად, როდესაც ბიზნესი ითხოვს კადრებს ტექნიკური მიმართულებით, კომპანიები ვერ იღებენ ამ მიმართულებით მომზადებულ კადრებს, განსაკუთრებით რეგიონებში. უნდა იყოს თანხვედრა განათლების სექტორს და ბიზნესს შორის. როდესაც თანამედროვე დანადგარებს ვიძენთ, ხშირ შემთხვევაში, სამწუხარო, ჩამოგვყავს ტექნოლოგები მწარმოებელი ქვეყნიდან, რომლებიც საწყის ეტაპზე უზრუნველყოფენ საწარმოო ხაზების გამართულად მუშაობას. თუმცა შემდეგ აუცილებლად გვჭირდება ადგილობრივი კადრები, როგორც მინიმუმ იმისთვის, რომ ამ დანადგარების მუშაობა იაფი დაგვიჯდეს“, - განმარტავს „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ლაბაძე.

მისივე შეფასებით, ერთი მხრივ საჭიროა, რომ სახწლმწიფომ პროფესიული განათლების მეტ პოპულარიზებაზე იზრუნოს, მეორე მხრივ კი, საგანმანათლებლო პროგრამები ბიზნესის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებული უნდა იყოს.  მთავარი აქცენტი მომავლის პროფესიებზე უნდა გაკეთდეს.

2020 წლის მონაცემებით, საქართველოში სულ 92 პროფესიული საგანმანათლბლო დაწესებულება ფუნქციონირებს, რაც 2015 წელთან შედარებით, თითქმის განახევრებული მაჩვენებელია.

პროფესიული სასწავლებლების წარმომადგენლების ინფორმაციით, ბოლო პერიოდში, საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და კოლეჯების ტექნიკურად აღჭურვაში სულ უფრო აქტიურად ერთვებიან კერძო კონპანიების წარმომადგენლები, რათა მათთვის სასურველი კადრების მიღება მარტივად შეძლონ.

განათლების მინისტრის ინფორმაციით კი, 2021 წლიდან, პროფესიული განათლების სისტემა განვითარების ახალ ეტპზე უნდა გადავიდეს, რისთვისაც შესაბამისი სტრატეგიის მომზადება მიმდინარეობს. უკვე ცნობილია, რომ ამ მიზნით, დაგეგმილია უნარების სააგენტოს შექმნაც.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ