კაპიტოლიუმის უსაფრთხოების სამსახური შენობაზე ახალი შეიარაღებული თავდასხმისთვის ემზადება, რაც 4 მარტს არის მოსალონელი. ამის შესახებ ინფორმაციას კაპიტოლიუმის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.
უსაფრთხოების სამსახურის თანახმად, დეპარტამენტი ადგილობრივ, სახელმწიფო და ფედერალურ ძალებთან ერთად ნებისმიერი საფრთხის შესაჩერებლად აქტიურად მუშაობს.
BBC-ის ინფორმაციით, თავდასხმას შესაძლოა ექსპრეზიდენტ ტრამპის მომხრეები და დაჯგუფება Qanon ამზადებდეს. შეთქმულების თეორიის მიმდევრები 4 მარტს „ნამდვილ ინაუგურაციის დღეს“ უწოდებენ, როდესაც დონალდ ტრამპი მეორე ვადით დაიკავებს თანამდებობას. მოსალოდნელი საფრთხის გამო წარმომადგენელთა პალატის შეხვედრა გაუქმდა, თუმცა სენატი მუშაობას აგრძელებს.
კაპიტოლიუმის შენობის გარშემო აღმართულია ლითონის ბარიერები და გაძლიერებულია უსაფრთხოების ძალების კორდონი.