LIVE
ვიდეო
04 მარ, 2021 17:09
შვედეთში 20 წლის პირმა 7 ადამიანს დანით ჭრილობები მიაყენა
465

შვედეთში, სტოკჰოლმის სამხრეთით მდებარე ქალაქ ვეტლანდაში, 20 წლის ახალგაზრდამ 7 ადამიანს დანით ჭრილობებ მიაყენა. დამნაშავე დაკავებულია. დაზარალებულთაგან სამი ამჟამად მძიმე მდგომარეობაშია.

პოლიციამ თავდაპირველად განაცხადა, რომ არსებობს მომხდარის ტერორისტულ ქმედებად კვალიფიცირების საფუძველი, თუმცა გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. „დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში, შეგვიძლია გადაწყვეტილებას გადავხედოთ, მაგრამ ამჟამად ეჭვმიტანილს ბრალი მკვლელობის მცდელობისთვის აქვს წაყენებული“ - განაცხადა პროკურორმა.

თავდასხმა დაგმო პრემიერ-მინისტრმა სტეფან ლოფვენმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჩარლზ დეალი და ნიკლას როლანდერი

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ