ვიდეო
04 მარ, 2021 18:36
ლანდსბერგისი: ევროკავშირმა რუსეთთან ურთიერთობისას არჩევანი ადამიანსა და რეჟიმს შორის უნდა გააკეთოს
70

ევროკავშირი-რუსეთის ბოლოდროინდელმა მაღალი დონის შეხვედრებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, თუ როგორი რთულია მოსკოვთან ურთიერთობა. ჩვენ, ლიეტუველებს, სხვებზე უკეთ გვესმის, რომ ყოველი ასეთი მცდელობა სატყუარა უფროა, ვიდრე გამოწვევა.

გასულ კვირას ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოში ერთხმად შევთანხმდით კრემლის შიდა წრეების ზოგიერთი წარმომადგენლის წინააღმდეგ სანქციები დაგვეწესებინაიმედი მაქვს, რომ ამ გზით უფრო მეტი შანსი იქნება ალექსეი ნავალნი და მისი მხარდამჭერები ციხიდან გამოვიდნენ ცოცხლები, დაზიანებების გარეშე და ახლო მომავალში.

ამის მიუხედავად, ევროკავშირმა ერთ ძირითად კითხვას უნდა უპასუხოს: რა გზით ვაპირებთ რუსეთთან და სხვა არადემოკრატიულ ძალებთან ურთიერთობას? 

ევროკავშირზეა დამოკიდებული, მოაწერს თუ არა ხელს ახალ საინვესტიციო შეთანხმებებს მაშინ, როდესაც მეორე მხარე დაშინების, შეურაცხყოფის და დამცირების ენით საუბრობს.

ამის ალტერნატივად, შეგვიძლია მეტი Erasmus+ სტიპენდია მივცეთ ხაბაროვსკელ, კრასნოიარსკელ, ვლადივასტოკელ სტუდენტებს და რეალური დახმარება აღმოვუჩინოთ ადგილობრივ რუსეთის ადგილობრივ ოპოზიციას.

ლიეტუვამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა: მეტი პირდაპირი კონტაქტი რეალურ ადამიანებთან და გაცილებით ნაკლები, სხვადასხვა ტიპის „ლავროვებთან“. ამიტომაც შევთავაზე ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირებს მოსკოვში ვიზიტისას ნავალნისთან შეხვედრა ციხეში. ამ მიზეზით დადიან ლიეტუველი და ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების დიპლომატები ოპოზიციონერი აქტივისტების სასამართლო მოსმენებზე, იმ საფრთხის მიუხედავად, რომ შესაძლოა, ქვეყნიდან გააძევონ ამის გამო.

ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო გულწრფელი უნდა იყოს საკუთარ თავთან და რუსეთთან ურთიერთობის ხუთი პრინციპი უნდა შეასრულოს. ესენია:

1)    მინსკის შეთანხმების სრულად იმპლემენტაცია, ვიდრე მოიხსნება ეკონომიკური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ;

2)    აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ურთიერთობების განმტკიცება პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან;

3)    ევროკავშირის თავდაცვის გაზრდა რუსეთიდან მომავალი საფრთხეების წინააღმდეგ, როგორებიცაა: ენერგოუსაფრთხოება, ჰიბრიდული საფრთხეები და დეზინფორმაცია;

4)    დაძაბული ურთიერთობის მიუხედავად, რუსეთთან თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკის ზოგიერთ საკითხზე, როგორებიცაა: თანამშრომლობა ახლო აღმოსავლეთის საკითხებზე, კონტრ-ტერორიზმი და კლიმატური ცვლილებები;

5)    რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაძლიერება და ხალხთაშორისი კონტაქტების გააქტიურება, იმის გათალისწინებით, რომ სანქციები რეჟიმზეა გამიზნული და არა რიგით ადამიანებზე.

ისტორიულად, ევროკავშირს დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების მცველის როლი აკისრია. ამგვარად, როდესაც ვურთიერთობთ ქვეყნებთან, რომლებიც ამ ფუნდამენტურ ღირებულებებს არ იცავენ, ჩვენ უნდა ვმოქმედებდეთ არა მერკანტილური ინტერესების საფუძველზე, რაც რეჟიმებზე უპირატესი პრიორიტეტის მინიჭებას გულისხმობს, არამედ „ჯერ ადამიანები“ წესის თანახმად. ევროკავშირი ფასეულობებზე დაფუძნებულ ორგანიზაციად მხოლოდ ადამიანზე ფოკუსირებული პოლიტიკით შეძლებს.

თუ გვსურს, ვიყოთ ერთობა, რომლისთვისაც ცენტრალური მნიშვნელობისაა ადამიანი,  ეკონომიკური საჭიროებები და პოლიტიკური ურთიერთობებიც იმ ფასეულობებთან უნდა მომდინარეობდეს, რომლებსაც ვიცავთ.

როგორ მუშაობს „ჯერ ადამიანების“ მიდგომა:

ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა წინა საბჭოს დროს არ დავაწესეთ სანქციები, რამაც პუტინს მისცა საბაბი დაეპატიმრებინა ნავალნი.

ჩვენ პუტინს ახალ შანსებს ვაძლევთ, როდესაც Nord Stream-2 მშენებლობის გაგრძელების ნებას ვრთავთ. ჩვენ, განზრახვის სერიოზულობას დავადასტურებთ, თუ შევაჩერებთ Nord Stream-2-ის მშენებლობას სულ მცირე შემოდგომამდე, როდესაც რუსეთის დუმის არჩევნებია დაგეგმილი.

დემოკრატიული რუსეთის ხალხი ნამდვილად იმსახურებს გაზსადენს ევროკავშირთან და მეტსაც. ამიტომ, რუსეთს ახალი შანსი უნდა მივცეთ, რათა დაამტკიცოს, რომ შეუძლია ნამდვილად თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ნამდვილი ოპოზიციის რეალური ჩართულობით და არა ციხიდან.

ეს თუ მოხდება, თუ რუსეთი შეწყვეტს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტზე თავდასხმებს, ჩვენ მზად ვიქნებით რუსეთთან ღია დიალოგისთვის. თუ არა, ორიენტაცია ისევ ხალხზე უნდა გვქონდეს და არა რეჟიმზე.

ეს ძლიან მნიშვნელოვანია ევროპაში და მის საზღვრებს გარეთ დემოკრატიის მოყვარული ხალხისთვის.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები, რომლებიც იმედის თვალით შესცქერიან ევროკავშირს, უნდა დავარწმუნოთ, რომ ჩვენ კვლავ ვრჩებით ფასეულობათა ერთგული, რომელიც ზრუნავს მათ სუვერენულ არჩევანზე.

რუსეთთან ურთიერთობის 5 პრინციპი საუკეთესო სტრატეგიაა. ჩვენ თუ ამ პრინციპებს გულწრფელად ვუერთგულებთ, ევროკავშირი უფრო სიცოცხლისუნარიანი გახდება და ჩვენს პარტნიორებსაც უფრო ძლიერი პოზიცია ექნებათ რუსეთთან ურთიერთობებში.

ჩვენი დემოკრატია ევროკავშირში იმ დონეზეა ძლიერი, რა დონეზეც დავრჩებით ფასეულობების უკომპრომისო ერთგულები.

ამგვარად, როდესაც ევროპული ერთიანობის პრინციპზე ვსაუბრობთ, ანუ რაც გვაკავშირებს ერთმანეთთან, მოსკოვთან ურთიერთობები კარგი ტესტია საამისოდ. 

Euobserver-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

მეტის ჩვენება