LIVE
ვიდეო
11 მაი, 2023 19:00
ევროპის რომელიმე ქვეყანაში ქართული სასაწყობე ჰაბის შექმნა აუცილებელია - იაგო ბიტარიშვილი
643

ექსპორტის ხელშეწყობისა და ტრანსპორტირების ხარჯების შესამცირებლად მცირე მეწარმეთა ნაწილი ევროპაში ქართული სასაწყობე ჰაბის შექმნას ითხოვს.

როგორც მეღვინეობა "იაგოს ღვინის მარნის" დამფუძნებელმა, იაგო ბიტარიშვილმა "ბიზნეს ფორმულასთან" აღნიშნა, ევროპის რომელიმე ქვეყანაში ქართული სასაწყობე ჰაბის გაჩენა მცირე მეწარმეებს მნიშვნელოვნად დაეხმარებათ. 

მისი თქმით, აღნიშნულ ჰაბში მოხდება, ქართული პროდუქციის განთავსება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მიწოდების ჯაჭვის პრობლემებს.

"სასაწყობე ჰაბზე წარსულშიც არაერთხელ გვისაუბრია და ეს თემა აქტუალობას დღესაც არ კარგავს. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში სასაწყობე ჰაბის გაჩენა და იქ ქართული პროდუქციის განთავსება ქართველ ექსპორტიორებს მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ლოგისტიკური პრობლემების მოგვარებაში და გაამარტივებს პროდუქტების სხვა ქვეყნებში გაგზავნის პროცესს. აღსანიშნავია, რომ საწყობი განსაკუთრებით მცირე მეწარმეებს დაეხმარება", - განაცხადა იაგო ბიტარიშვილმა

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ