LIVE
ვიდეო
26 თებ, 2023 13:30
რა ეტაპზეა მიწის სისტემური რეგისტრაციის პროგრამა?
800

გასული წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში 17 590 მიწის ნაკვეთის აზომვითი სამუშაო ჩატარდა, ხოლო მესაკუთრეებმა საკუთრების უფლება 13 853 მიწის ნაკვეთზე მიიღეს, რაც ჯამურად 10 000-მდე ჰექტარია. ეს კი იმ ფონზე, როდესაც 2024 წლის ბოლოსთვის 1.2 მლნ ჰექტარი მიწის დარეგისტრირება იგეგმება.

სპეციალისტების შეფასებით, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა აუცილებელია, თუმცა ზედმეტი ბიუროკრატიული ბარიერების გამო, სავარაუდოა, რომ 2024 წლისთვის დაგეგმილი შედეგების მიღწევა გართულდება.

"წლების განმავლობაში არ ვფლობდით და დღემდე არ ვფლობთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამდენი ან რა კატეგორიის მიწებია ქვეყანაში - ეს ყოველივე აფერხებს იმას, რომ შეიქმნას მიწის სრულყოფილი ბალანსი და შესაბამისად მიწის რესურსების მართვის დოკუმენტი," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას ISET-ის მკვლევარი, სალომე დეისაძე.

სპეციალისტების განმარტებით, იმისათვის რომ მიწის რესურსების მართვის დოკუმენტი შეიქმნას, ზუსტად უნდა იყოს ცნობილო თუ რა ტიპის მიწები არსებობს ქვეყანაში. მაგალითისთვის, დღემდე, საძოვრებისთვის გამოსადეგი მიწების ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაშია. ამოქმედდა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც იჯარით უნდა გადაეცათ მოქალაქეებისთვის საძოვრებად გამოსაყენებელი მიწები, თუმცა ბიუროკრატიული ბარიერების ფონზე, დღემდე ვერავინ შეძლო პროგრამით სარგებლობა.  

ცნობისთვის, ჯამურად მიწის სისტემური რეგისტრაციისთვის 119 783 455 მლნ ლარია გამოყოფილი, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 86 783 455 მლნ იხარჯება, ამ პროექტის მიმდინარეობაში EBRD-საც აქვს წვლილი, საიდანაც სასესხო ვალდებულების ფარგლებში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტისთვის 15 მლნ ლარია გამოყოფილი. 

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ