LIVE
ვიდეო
14 თებ, 2023 16:30
საზღვარგარეთ დასაქმების საშუამავლო კომპანიებისთვის კანონი მკაცრდება
660

პარლამენტმა მიგრაციის ახალი კანონპროექტის განხილვა დაიწყო. კანონი მკაცრდება იმ შუამავალი პირებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს სოლიდური თანხის სანაცვლოდ, უცხოეთში დასაქმებას ჰპირდებიან. 

სამუშაოს საძებნელად და პირობების გასაუმჯობესებლად სულ უფრო მეტი ადამიანი ტოვებს ქვეყანას, ამის გამო კი, ბევრი მათგანი თაღლითური სქემის მსხვერპლი ხდება.

სწორედ ამიტომ კანონში შესატანი ცვლილებების გათვალისწინებით, ყველა შუამავალი პირი თუ სააგენტო, სავალდებულო სერტიფიცირებას დაექვემდებარება და მათი მხრიდან დათქმის არ შესრულება კანონით გაკონტროლდება. არსებული კანონმდებლობით, საშუამავლო საქმიანობა ჯარიმით ისჯებოდა, თუმცა იმის გამო, რომ არ კონტროლდება ვინ არიან შუამავალი პირები და რეესტრი არც არსებობს, გამოწერილი ჯარიმები ადრესატამდეც კი ვერ აღწევდა. 2017 წლიდან დღემდე სულ 143 600 ჯარიმა გამოიწერა.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მხოლოდ კანონის გამკაცრება გამოსავალი არ არის და რაც უფრო მეტი ადამიანი დააპირებს ქვეყნიდან წასვლას, მით უფრო მეტი გამოწვევა შეიქმნება. 

"არ ვიცი რამდენად ეფექტური იქნება ეს მექანიზმი, ან კი საერთოდ როგორ უნდა გაკონტროლდეს ეს ხალხი, რადგან ხშირ შემთხვევაში ბიზნეს სუბიექტებიც კი არ არიან, თანაც ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება, შესაბამისად ეს აქტივობები თუ კონტროლს გარეთ გადავა, ვინ უნდა გააკონტროლოს," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას EGI-ის თავმჯდომარე, გიორგი მელაშვილი. 

მიგრაციის შესახებ კანონში ბევრი ახალი ჩანაწერი ჩნდება, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში, მთავრობას უფლება ექნება უცხოელები საქართველოში არ დაასაქმოს, თუ კი ჩათვლის, რომ ბაზარი კონკრეტული სფეროს პროფესიონალებით ისედაც გაჯერებულია. ამასთან შეუძლია, რომ პირიქით მოიქცეს მუშა ხელი ჩამოიყვანოს, დასაქმების ბაზარზე ამის საჭიროება თუ გაჩნდება.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ