LIVE
ვიდეო
13 თებ, 2023 16:05
მორიგი რეგულაციები აზარტული თამაშების ინდუსტრიას - სექტორს შენიშვნები აქვს
1260

მთავრობამ სათამაშო ბიზნესს ახალი რეგულაციები დაუწესაახალი სალიცენზიო მოთხოვნით, ონლაინ კაზინოს დასარეგისტრირებლად სახმელეთო კაზინოს არსებობაც სავალდებულო ხდება, ხოლო თუ კი ბიზნეს ოპერატორი ობიექტს არ გახსნის და მხოლოდ ონლაინ მოისურვებს ოპერირებას, მოუწევს რომ დამატებით 5 მლნ ლარი გადაიხადოს. 

სექტორში აცხადებენ, რომ ამ აკრძალვებით მთავრობა ბიუჯეტს ავსებს, რასაც ლუდომანიის შემცირებასთან კავშირი არ აქვს. ამასთან ინდუსტრიის წარმომადგენლები სულ მალე სასამართლოში სარჩელს შეიტანენ, რომ გასულ წელს ამოქმედებული ერთ-ერთი შეზღუდვა, 25-წლამდე ასაკის პირებისთვის აზარტული თამაშების აკრძალვა გააპროტესტონ. 

"ყველა ნებართვისა თუ მოსაკრებლის გათვალისწინებით, ბიზნესი ყოველ კვარტალში ბიუჯეტში 750 000 ლარს შეიტანს. აშკარაა, რომ მსგავსი შეზღუდვები არ მუშაობს და მთავრობა ლუდომანიას სხვანაირად უნდა ებრძოლოს, რადგან მოქალაქეები უცხოურ არალეგალურ საიტებზე თამაშს მაინც ახერხებენ. ქვეყანაში კი ასეთი დაახლოებით 700 ვებ-გვერდი ფუნქციონირებს," - აცხადებს "ბიზნეს ფორმულასთან" საუბრისას სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი მამულაიშვილი. 

ცნობისთვის, კანონში შეტანილი ცვლილებებით, სამი ახალი სანებართვო მოსაკრებელი გაჩნდა, თითოეული 100 000 ლარის ოდენობით, სანებართვო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა 7 000 ლარი იქნება, მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევისთვის კი 20 000 ლარი.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ