LIVE
ვიდეო
28 სექ, 2022 19:00
ტურისტებს ქართული კერძები უნდა შევთავაზოთ და არა ცეზარი - GARA
1103

აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, რუსო კაჭარავა აცხადებს, რომ რეგიონებში ჩასული ტურისტებისთვის  კულინარიული შეთავაზებების გაუმჯობესებაა საჭირო.

როგორც რუსო კაჭარავა აღნიშნავს, გამოწვევაა ღამის გასართობი დაწესებულებების არ არსებობაც.

"ჩვენ მიერ გამოკითხული ტურისტების 80% 18-დან 45 წლამდე ასაკის იყო. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აგროტურიზმი აინტერესებთ. მათმა უმრავლესობამ პირველ პრობლემად, სოფლებში ინფრასტრუქტურა და ღამის კლუბების არ არსებობა დაასახელა. ღამის გასართობი ღონისძიებები ხელს შეუწყობდა მათ ადგილზე დიდ ხანს დარჩენას. ამასთან, ერთ-ერთი გამოწვევაა კულინარიული შეთავაზებები. ტურისტებს სურთ, კულინარიული შეთავაზებები გაუმჯობესდეს. მნიშვნელოვანია, დამსვენებლებს ქართული პროდუქტით ნაწარმოები ქართული კერძები შევთავაზოთ და არა ევროპული სალათები, ცეზარი და ასე შემდეგ“,- განაცხადა აგროტურიზმის რეგიონული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა "ბიზნეს ფორმულას" ეთერში.

ამასთან, როგორც რუსო კაჭარავა აცხადებს, ქვეყნის მასშტაბით, აგროტურიზმი განსაკუთრებით კახეთის რეგიონშია განვითარებული. მისი თქმით, ამის მიზეზი მთავრობის მხრიდან რეგიონის მეტად პოპულარიზაციაა.

მისივე განმარტებით, აგროტურიზმის მიმართულებით გაცილებით მეტი პოტენციალია აჭარაში, იმერეთსა და რაჭაში, სადაც ხელისუფლების მხრიდან მეტი ყურადღებაა საჭირო.

მეტის ჩვენება
ასევე ნახეთ