მარეგულირებელმა Tesla ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. საქმე ეხება ავტოპილოტის და თვითმართვის ფუნქციების შესახებ ადამიანების შეცდომაში შეყვანას, რის შედეგად, მომხმარებლები მიიჩნევენ, რომ უფრო მოწინავეები არიან, ვიდრე ეს რეალურადაა.
კალიფორნიის საავტომობილო მანქანების დეპარტამენტმა (DMV) განაცხადა, რომ კომპანიამ დაარღვია კანონი, როდესაც “გაავრცელა განცხადებები, რომლებიც არ შეესაბამება სიმართლეს”.
საავტომობილო გზების მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაცია (NHTSA) იძიებს Tesla-ს რამდენიმე ავარიას ავტოპილოტის მონაწილეობით, მათ შორის, როდესაც შეჯახებას გაჩერებულ სასწრაფო დახმარების მანქანასთან.
თუ DMV მოიგებს Tesla-ს წინააღმდეგ წარმოებას და გადაწყვეტილებას ავტომწარმოებელი არ დაემორჩილება, სააგენტოს შეუძლია ხელახლა შეიტანოს საჩივარი და მოითხოვოს უფრო მკაცრი ჯარიმები.
Tesla-ს აქვს 15 დღე, რომ უპასუხოს DMV-ს. DMV-ის ბოლო საჩივრები გამოყოფილია სააგენტოს მიმდინარე მიმოხილვისაგან Tesla-ს მანქანების სავარაუდო დიზაინისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ.
4500 თანამშრომლით, Tesla კალიფორნიის მთავარი დამსაქმებელია.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: დანა ჰალი