LIVE

გერმანიის ყოფილი კანცლერი ადასტურებს, რომ პუტინს შეხვდა

03 აგვ 202211:35
3 წუთის საკითხავი
clock clock 931
გერმანიის ყოფილი კანცლერი ადასტურებს, რომ პუტინს შეხვდა
AFP

გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერი რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის ფაქტს ადასტურებს. მისი თქმით, კრემლი ღიაა მოლაპარაკებებისთვის უკრაინაში ომის დასასრულებლად.

“კარგი ამბავი არის ის, რომ კრემლს სურს მოლაპარაკებების გზით გამოსავლის პოვნა“, - განუცხადა შროდერმა გერმანულ ჟურნალ Stern-ს ინტერვიუში. ექს-კანცლერმა მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე შეჭრას “შეცდომა” უწოდა და განაცხადა, რომ კონფლიქტის მოგვარების გზა არსებობს. 

შროდერი, რომელიც ევროპის უდიდეს ეკონომიკას 1998 წლიდან 2005 წლამდე მართავდა, კრიტიკის ქვეშ მოექცა ვლადიმერ პუტინთან მჭიდრო პირადი კავშირებისა და რუსულ სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში მომგებიანი პოზიციების შენარჩუნების გამო.

ყოფილი ლიდერის რეცეპტი კონფლიქტის მოგვარების შესახებ, ეხმიანება მოსკოვის ბევრ მოთხოვნას. უკრაინამ უარი უნდა თქვას ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე, ისევე როგორც ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებზე. შროდერის აზრით, აღმოსავლეთ დონბასი უკრაინის შემადგენლობაში უნდა დარჩეს, თუმცა იქ ეთნიკურ რუსულ უმცირესობას განსაკუთრებული უფლებები უნდა მიენიჭოს.

ყოფილი კანცლერის შეფასებით, დათმობაზე ორივე მხარე უნდა წავიდეს. მან მიანიშნა, რომ თურქეთს შეუძლია შუამავლის როლი ითამაშოს.

ამასთან, შროდერი მიიჩნევს, რომ გერმანიას შეუძლია თავიდან აიცილოს ენერგეტიკული კრიზისი Nord Stream 2-ის გაზსადენის ხელახალი გახსნით.

შროდერმა, რომელიც ომის დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ ცდილობდა პუტინთან მოლაპარაკებას, გაიმეორა, რომ არ შეწყვეტს კავშირს რუსეთის ლიდერთან და თქვა, რომ ის შეიძლება იყოს “სასარგებლო”.

5 თებერვალს გერმანიის ყოფილი კანცლერი, გერჰარდ შროდერი რუსეთის სახელმწიფო ენერგეტიკული გიგანტის, Gazprom-ის სამეთვალყურეო საბჭოში წარადგინესშროდერი იკავებს არაერთ მაღალ თანამდებობას რუსულ ბიზნესში. ის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Rosneft-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, Nord Stream-ის აქციონერთა კომიტეტის თავმჯდომარე და Nord Stream 2 AG-ის დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: პატრიკ დონაჰუ