LIVE

ნურიელ რუბინი აშშ-ში ღრმა რეცესიას პროგნოზირებს

27 ივლ 202216:20
3 წუთის საკითხავი
clock clock 828
ნურიელ რუბინი აშშ-ში ღრმა რეცესიას პროგნოზირებს

ეკონომისტმა ნურიელ რუბინმა განაცხადა, რომ აშშ ღრმა რეცესიის წინაშე დგას. მისი თქმით, საპროცენტო განაკვეთების ზრდისა და ეკონომიკის მაღალი ვალით დატვირთვის პარალელურად, ვინც ეკონომიკის მსუბუქ ვარდნას ელოდება, დელუზიურია.

"მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც მძიმე რეცესია და ფინანსური კრიზისი გვექნება. იდეა, რომ ეს მოკლე და მსუბუქუ იქნება, აბსოლუტურად დელუზიურია",- განაცხადა Roubini Macro Associates-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა Bloomberg TV-სთან საუბარში.

მიზეზებს შორის რუბინმა პანდემიის ფონზე ვალის ისტორიულად მაღალი კოეფიციენტები დაასახელა. მან კონკრეტულად ახსენა ზეწოლა მოწინავე ეკონომიკებზე, რომელიც, მისი თქმით, კვლავ იზრდება.

რუბინის თქმით, სიტუაცია განსხვავდება 1970-იანი წლებისაგან, როდესაც ვალის კოეფიციენტი სტაგფლაციის მიუხედავად დაბალი იყო. თუმცა, ქვეყნის ვალი 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა, რასაც მოთხოვნის შოკისა და საკრედიტო კრიზისის გამო, დაბალი ინფლაცია მოჰყვა.

შიში, რომ საპროცენტო განაკვეთების ზრდა აშშ-ის ეკონომიკას რეცესიაში გადაიყვანს, მწვავდება, რადგან Fed-ი აგრესიულად ამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას. აშშ-ის ცენტრალური ბანკის თავმჯდომარემ ჯერომ პაუელმა განაცხადა, რომ ფასების სტაბილურობის ვერ აღდგენა უფრო დიდი შეცდომა იქნება, ვიდრე რეცესიისკენ ბიძგი, რისი თავიდან აცილებაც, მისი თქმით, შესაძლებელია.

მოსალოდნელია, რომ Fed-ი მიმდინარე კვირაში რეფინანსირების განაკვეთს კიდევ 75 საბაზისო პუნქტით გაზრდის. მონეტარული პოლიტიკის შემქნელები ასევე აფიქსირებენ განზრახვას, რომ მომდევნო თვეებში საპროცენტო განაკვეთის ზრდა გააგრძელონ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ნურიელ რუბინი