LIVE

მთავრობამ იმერეთში მდებარე 23 ობიექტი გასაყიდად განმეორებით გამოიტანა

25 ივლ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 847
მთავრობამ იმერეთში მდებარე 23 ობიექტი გასაყიდად განმეორებით გამოიტანა

ქონების ეროვნულმა სააგენტომ ქუთაისში და მის მიმდებარედ არსებული 23 უძრავი ქონება გასაყიდად, ელექტრონულ აუქციონებზე განმეორებით გამოიტანა. ეს მას შემდეგ, რაც თავდაპირველად გამოცხადებული აუქციონები 4 ივლისს წარუმატებლად დასრულდა. ობიექტების საერთო საწყისი ღირებულება 42 996 250 ლარია.  

23 უძრავი ქონებიდან ყველაზე ძვირად, 10 055 000 ლარად, ქუთაისის ყოფილი საკონსერვო ქარხანა იყიდება.

აღსანიშნავია, რომ საპრივატიზაციო ობიექტების ჩამონათვალში ისევ არ მოხვდა ქუთაისში მდებარე პარლამენტის ყოფილი შენობა, რომელიც 2019 წლის იანვრიდან, მას შემდეგ, რაც პარლამენტი თბილისში გადმოვიდა, უფუნქციოა.

ელექტრონულ აუქციონებზე გასაყიდად გამოტანილი ობიექტების ჩამონათვალი შემდეგია:

1. ქუთაისი, ლ. ასათიანის ქუჩა, N96. ფართობი - 72836 და 1299 კვ.მ, საწყისი ფასი - 10 055 000 ლარი;

2. ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა, N88-ის მიმდებარედ. ფართობი - 312151 და 251840 კვ.მ, საწყისი ფასი - 9 054 000 ლარი;

3. ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა N47, ავტომშენებლის ქუჩა N49ა-ს მიმდებარედ, ავტომშენებლის ქუჩა N43გ-ს მიმდებარედ. ფართობი - 158134 კვ.მ, საწყისი ფასი - 5 930 000 ლარი;

4. ქუთაისი, რუსთაველის გამზირი N37ა. ფართობი - 2845 კვ.მ, საწყისი ფასი - 3 210 000 ლარი;

5. ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა N47, ავტომშენებლის ქუჩა N49ა-ს მიმდებარედ, ავტომშენებლის ქუჩა N43გ-ს მიმდებარედ. ფართობი - 85218 კვ.მ, საწყისი ფასი - 3 196 000 ლარი;

6. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფელი ფარცხანაყანები. ფართობი - 158325 კვ.მ, საწყისი ფასი - 2 150 000 ლარი;

7. ქუთაისი, ა.წერეთლის ქუჩა N226ბ-ს მიმდებარედ, ა.წერეთლის ქუჩა N192. ფართობი - 31170 კვ.მ, საწყისი ფასი - 1 991 500 ლარი;

8. ქუთაისი, ზ.ანჯაფარიძის ქუჩა N29-ის მიმდებარედ. ფართობი -  11220 კვ.მ, საწყისი ფასი - 977 500 ლარი;

9. ქუთაისი, ფოთის ქუჩა N11ბ-ს მიმდებარედ. ფართობი - 10211 კვ.მ, საწყისი ფასი - 957 750 ლარი;

10. ქუთაისი, სოლომონ მეორის ქუჩა, II შესახვევი, N8-ის მიმდებარედ . ფართობი - 16831 კვ.მ, საწყისი ფასი - 930 000 ლარი;

11. ქუთაისი, ავტომშენებლის ქუჩა N1, ჩიხი N2ა. ფართობი - 24381 კვ.მ, საწყისი ფასი - 908 000 ლარი;

12. ქუთაისი, ბუკიას ქუჩა N68-ის მიმდებარედ. ფართობი - 27281 კვ.მ, საწყისი ფასი - 837 000 ლარი;

13. ქუთაისი, ახალგაზრდობის გამზირი, III შესახვევი, N3-ის მიმდებარედ. ფართობი - 22596 კვ.მ, საწყისი ფასი - 475 000 ლარი;

14. ხონის მუნიციპალიტეტი, სოფელი გუბი. ფართი - 24518 კვ.მ, საწყისი ფასი - 370 000 ლარი;

15. ქუთაისი, სულხან-საბას გამზირი, N12-ის მიმდებარედ. ფართობი - 5621 კვ.მ, საწყისი ფასი - 310 000 ლარი;

16. ქუთაისი, ცახელის ქუჩა N2ა-ს მიმდებარედ. ფართობი - 14677 კვ.მ, საწყისი ფასი - 308 500 ლარი;

17. ქუთაისი, სულხან-საბას გამზირი, II შესახვევის N6. ფართობი - 3754 კვ.მ, საწყისი ფასი - 260 000 ლარი;

18. ქუთაისი, თაბუკაშვილის ქუჩა N94ა. ფართობი - 6467 კვ.მ, საწყისი ფასი - 250 000 ლარი;

19. ქუთაისი, ლესელიძის ქუჩა N16-ის მიმდებარედ. ფართობი - 3752 კვ.მ, საწყისი ფასი - 188 000 ლარი;

20. ქუთაისში, სულხან-საბას გამზირი N14ა. ფართობი - 6274 კვ.მ, საწყისი ფასი - 172 500 ლარი;

21. ქუთაისში, ცახელის ქუჩა N2-ის მიმდებარედ. ფართობი - 7546 კვ.მ, საწყისი ფასი - 170 000 ლარი;

22. ქუთაისი, ცახელის ქუჩა N2-ის მიმდებარედ. ფართობი - 7494 კვ.მ, საწყისი ფასი - 157 500 ლარი;

23. ქუთაისში, ნიკეას ქუჩა, V შესახვევი. ფართობი - 6565 კვ.მ, საწყისი ფასი - 138 000 ლარი.

შეგახსენებთ, თავდაპირველად აუქციონზე გასაყიდად 24 უძრავი ქონება იყო გამოტანილი, მაგრამ ინვესტორი მხოლოდ ერთს, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე 34695.00 კვ.მ მიწის ნაკვეთსა და მასზე არსებულ შენობა-ნაგებობებს გამოუჩნდა. ქონების საწყისი ფასი 750 000 ლარი იყო, საბოლოოდ კი 752 000 ლარად გაიყიდა.

ცნობისთვის, მთავრობა ელის, რომ მიმდინარე წელს პრივატიზაციიდან 300 მლნ ლარს მიიღებს.