LIVE

აშშ-ს ეკონომიკა მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, არასაიმედო მდგომარეობაში დარჩება

24 ივლ 202216:14
3 წუთის საკითხავი
clock clock 554
აშშ-ს ეკონომიკა მეორე კვარტალში, სავარაუდოდ, არასაიმედო მდგომარეობაში დარჩება

მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკა, მთავრობის ანგარიშის პროგნოზის მიხედვით, მეორე კვარტალში არასაიმედო მდგომარეობაში დარჩება. ეს კიდევ უფრო გააძლიერებს რეცესიულ შფოთვას და ფედერალური სარეზერვო სისტემის ბრძოლას ინფლაციის წინააღმდეგ.

Bloomberg-ის ეკონომისტთა გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის მთლიანი შიდა პროდუქტი, წარმოებული საქონლისა და მომსახურების ჯამი, აპრილ-ივნისის პერიოდში ყოველწლიურ 0.5%-იან ზრდას დააფიქსირებს.

წინა კვარტალში კლების 1.6%-იანი ტემპის შემდეგ, წლის პირველ ნახევარში ეკონომიკის პერფორმანსი ყველაზე ცუდი იქნება პანდემიური აღდგენის პერიოდში.

მიუხედავად იმისა, რომ მარაგები, სავარაუდოდ, მძიმედ დააწვა მეორე კვარტლის შედეგებს, მოთხოვნის სურათი ისევ დაბნელდა. სამომხმარებლო ხარჯებმა, ბიზნეს ინვესტიციებმა და საცხოვრებელი სახლების სექტორმა, სავარაუდოდ, უკან გადადგეს ნაბიჯები.

პარალელურად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა(IMF) ასევე განაახლა პროგნოზები გლობალური ეკონომიკური ზრდის პერსპექტივასთან დაკავშირებით და მისი "არსებითად" შემცირება ივარაუდა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ვინს გოლი