LIVE

ევროპული საბჭო დამატებით 54 ფიზიკურ და 10 იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს

22 ივლ 202214:10
3 წუთის საკითხავი
clock clock 541
ევროპული საბჭო დამატებით 54 ფიზიკურ და 10 იურიდიულ პირს სანქციებს უწესებს

უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე რუსული სამხედრო აგრესიის საპასუხოდ, ევროპული საბჭო დამატებით 54 ფიზიკურ და 10 იურიდიულ პირს შემაკავებელ ზომებს უწესებს. ეს გადაწყვეტილება 2022 წლის 21 ივლისს საბჭოს მიერ მიღებული სანქციების პაკეტს დაემატება.

ჩამოთვლილ პირებს შორის არიან პოლიტიკური ან კულტურული სფეროს მაღალი რანგის წარმომადგენლები, როგორიცაა დუმას წევრები, ადგილობრივი პოლიტიკოსები და მოსკოვის მერი. ასევე მაღალი რანგის სამხედრო ლიდერები და პერსონალი, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიებზე დანიშნული პოლიტიკოსები, მოტოკლუბ Nightwolves-ის წევრები, პროპაგანდისტები და მსხვილი ბიზნესმენები.

სანქცირებული იურიდიული პირების სია მოიცავს Sberbank-ს, Nightwolves-ს და კომპანიებს, რომლებიც მოქმედებენ სამხედრო სექტორში, გემთმშენებლობის ინდუსტრიაში ან ჩართულები არიან უკრაინული მარცვლეულის მოპარვაში. სიაში ასევე მოხვდა სხვადასხვა ორგანიზაცია, რომელიც პრო-კრემლის და ანტი-უკრაინულ პროპაგანდას ავრცელებს. 

იმის გათვალისწინებით, რომ სირიის რეჟიმი მხარს უჭერს (მათ შორის, იგულისხმება სამხედრო მხარდაჭერა) რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში, საბჭომ ასევე გადაწყვიტა დაესახელებინა ექვსი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი, რომელიც ჩართული იყო სირიელი დაქირავებული ჯარისკაცების უკრაინაში რუსეთის ჯარებთან ერთად საბრძოლველად წაყვანაში.

მთლიანობაში, ევროკავშირის ამკრძალავი ზომები ახლა ვრცელდება 1212 ფიზიკურ და 108 იურიდიულ პირზე.

აღნიშნული პირები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას და ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათ საქმიანობაში თანხის ჩადება. ფიზიკურ პირებს დამატებით ეკრძალებათ ევროკავშირში მოგზაურობა. 

იმისათვის, რომ სირიის რეჟიმს დაეკისროს პასუხისმგებლობა, საბჭო დამატებით გამოყოფს ოთხ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს. მათ შორისაა მაღალი რანგის სამხედრო თანამდებობის პირი, რომელიც მონაწილეობს სირიელი დაქირავებული ჯარისკაცების შერჩევაში, პირები, რომლებიც სარგებლობენ რეჟიმით ან მხარს უჭერენ მას და მსხვილი ბიზნესმენი, რომელიც სირიაში მუშაობს. 

ევროკავშირი აცხადებს, რომ მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით და გააგრძელებს მის მხარდაჭერას.