LIVE

გლობალურ ინფლაციას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია - სინგაპურის ცენტრალური ბანკი

19 ივლ 202213:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 745
გლობალურ ინფლაციას პიკისთვის ჯერ არ მიუღწევია - სინგაპურის ცენტრალური ბანკი

უკრაინაში ომისა და Covid-ის ფონზე მიწოდების შეფერხებების შედეგად გამოწვეული გლობალური ფასების შოკი, სავარაუდოდ, დასრულებული ჯერ კიდევ არ არის. შემდეგი რისკი მსოფლიოსთვის ეკონომიკაში მტკიცედ დამკვიდრებული ინფლაციაა.

ეს სინგაპურის მონეტარული ორგანოს (MAS) შეფასებაა, ქალაქ-სახელმწიფო 2021-2022 წლების წლიური ანგარიშიდან. ცენტრალური ბანკი ინფლაციის შენელებას მომავალ წელს ვარაუდობს, ძირითადი ცენტრალური ბანკების მიერ პოლიტიკის შესუსტების და მიწოდების შეფერხებების აღმოფხვრის შემდეგ. თუმცა, MAS-ის თქმით, პროგნოზი ბოლომდე საიმედო არ არის.

არეული მიწოდების ჯაჭვები, ომის შედეგად წარმოქმნილი დეფიციტი და ექსპორტის შეზღუდვები სინგაპურელების ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის. მონეტარული ორგანოს მიხედვით, ინფლაციის პიკი ჯერ კიდევ არ დაფიქსირებულა, რაც ოფიციალურ პირებს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა.

MAS-მა, რომელიც მთავარ პოლიტიკის ინსტრუმენტად ვალუტას იყენებს და არა საპროცენტო განაკვეთებს, წელს პოლიტიკა სამჯერ გაამკაცრა. მონეტარული პოლიტიკის მეორე დაუგეგმავი გამკაცრება გასულ კვირას მოხდა.

ქალაქ-სახელმწიფოს ფასების ძირითადი მაჩვენებელი, რომელიც კერძო ტრანსპორტს და საცხოვრებელს არ მოიცავს, მაისში 3,6%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე სწრაფი დაფიქსირებული ტემპია ბოლო 14 წლის განმავლობაში.

სინგაპურის ცენტრალურ ბანკს ასევე მოუწია ეკონომიკური ზრდის მყიფე აღდგენისთვის მიემართა, რათა თავიდან აიცილოს სტაგფლაცია და რეცესიული რისკები. ვაჭრობისა და მრეწველობის სამინისტროს წინასწარი შეფასებით, მეორე კვარტალში, წინა სამ თვესთან შედარებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ნულოვანი ზრდა დაფიქსირდა. გლობალური ქალაქის მშპ 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.8%-ით გაიზარდა.

Bloomberg-ის ორიგიანალური სტატიის ავტორი: მიშელ ჯამრისკო