
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურ პირებს ვიდეოკონფერენციისას სტრატეგიული განვითარების მიზნებზე საუბრის დროს უთხრა, რომ საერთაშორისო სანქციების გამო, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში რუსეთი "კოლოსალურ გამოწვევებს" აწყდება, მაგრამ არ ნებდება და არ დაუშვებს მისი ეკონომიკის ათწლეულებით უკან დახევას.
პუტინის თქმით, მოსკოვი "ინტენსიურად" ცდილობს მოძებნოს გამოსავალი და დაეყრდნოს ქვეყნის ტექნოლოგიურ რესურსებსა და შიდა ინოვაციურ კომპანიებს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გააკრიტიკა სახელმწიფო კორპორაცია Rostec, რადგან მან ვერ მიაღწია ინტერნეტ ტექნოლოგიების განვითარების კუთხით დაგეგმილ მიზნებს.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთს აშშ-მა, ევროკავშირმა, გაერთიანებულმა სამეფომ და სხვა ქვეყნებმა არაერთი სანქცია დაუწესა. მიმდინარე კვირაში ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მე-7 პაკეტის მიღებას გეგმავს.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია