LIVE

ევროკომისია დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტს წარადგენს

15 ივლ 202216:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 745
ევროკომისია დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტს წარადგენს

ევროკომისია დღეს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-7 პაკეტს წარადგენს. საკითხში გარკვეული პირების თქმით, რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვასთან ერთად, დაზუსტდება არსებული ზომები, რათა სურსათის ექსპორტის შეფერხება თავიდან იქცეს აცილებული. 

ერთ-ერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ ახალი პაკეტი განიხილება როგორც "შენარჩუნებისა და შესწორების პაკეტი". მას შესაძლოა, ეწოდოს მე-6 პაკეტის მეორე ნახევარი, რადგან ის მასშტაბურობით ჩამორჩება წინა ზომებს, რომლებიც რუსულ ენერგორესურსებს, ნავთობს ან ნახშირს შეეხებოდა. 

ოქროს იმპორტის აკრძალვის გარდა, ახალი პაკეტი დააწესებს მეტ სავაჭრო შეზღუდვებს ტექნიკაზე, გარდა ამისა, სანქცირებულთა სიას დაემატება 50-ზე მეტი ადამიანი და იურიდიული პირი. 

წყაროს ინფორმაციით, წინადადებები მოიცავს განმარტებებს და ასწორებს ადრინდელ ზომებს, რამაც შესაძლოა შეაფერხოს რუსეთიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა და სურსათის ექსპორტი. 

ევროკავშირს არ დაუწესებია პირდაპირი სანქციები არსებითი და ჰუმანიტარული ექსპორტისთვის, თუმცა გადაზიდვების ნაწილი შესაძლოა, შეაფერხეს ტრეიდერებმა და კომპანიებმა, რომლებიც ზედმეტად იცავენ ევროკავშირის მიერ მიღებულ ზომებს.

დოკუმენტით ევროკავშირი ასევე განმარტავს, რომ პორტები, საიდანაც მსგავსი საქონელი იგზავნება, სანქციებს არ ექვემდებარება. 

ახალი სანქციების პაკეტი მოითხოვს ყველა წევრი სახელმწიფოს მხარდაჭერას და შესაძლოა, დამტკიცებამდე შეიცვალოს. წყაროს ინფორმაციით, პაკეტის ოფიციალური მიღება მომავალ კვირას იგეგმება.

ბლოკი იმედოვნებს, რომ განცხადება იქნება სახელმძღვანელო, რომელიც აღმოფხვრის სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების ვაჭრობის შესახებ არსებულ ეჭვებს და შეშფოთების მიზეზებს.

ევროკავშირი უკრაინაში კრემლის ომთან დაკავშირებული ზოგიერთი რუსისთვის სანქციების გაუქმებას განიხილავს, რადგან ბლოკის იურისტებმა დაადგინეს, რომ შეზღუდვების საფუძველი საკმარისად მყარი არ არის.  

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ალბერტო ნარდელი და ნატალია დროზდიაკი