რუსეთმა საზღვრიდან იმპორტირებული მანქანების რეგისტრაცია გაამარტივა. მთავრობამ დაამტკიცა განკარგულება, რომელიც ამარტივებს რუსეთში მანქანების სერტიფიცირების მოთხოვნებს, მათ შორის გარემოსდაცვითი კლასის მანქანების წარმოების ნებართვას.
დოკუმენტი 2023 წლის 1 თებერვლამდე მოქმედებს.
რუსი მწარმოებლები Kamaz-ი, GAZ Group-ი, Ural-ი და Avtovaz-ი მხარს უჭერდნენ ახალი ტექნიკური რეგლამენტის შემოღებას გამარტივებული მოთხოვნებით. Kamaz-ში აღნიშნავენ, რომ ეს დროული გადაწყვეტილებაა და მწარმოებლებს დაეხმარება, დაზოგონ სამუშაო ადგილები იმპორტირებული კომპონენტების გამოცვლის პერიოდისთვის.
რუსული ავტომობილების გაყიდვები რეკორდულად შემცირდა. ევროპული ბიზნესის ასოციაციის განცხადების თანახმად, გაყიდვები აპრილში 79%-ით დაეცა.
უკრაინაში ომის გამო დაწესებულმა სანქციებმა შეაფერხა ადგილობრივი ინდუსტრიაც, რადგან სათადარიგო ნაწილების მარაგი შემცირდა. იმავდროულად, თითქმის ყველა უცხოელი ავტომწარმოებელი, რომელსაც აქვს საწარმოო ობიექტები რუსეთში, მათ შორის Volkswagen-მა, Ford-მა და Mazda-მ ქვეყანაში ყოველგვარი საქმიანობა, სხვებმა კი მანქანების იმპორტი შეაჩერეს.