LIVE

ნავთობის ფასის გასაკონტროლებლად რუსეთს საკუთარი საორიენტაციო ნიშნულის შექმნა სურს

15 ივლ 202219:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 853
ნავთობის ფასის გასაკონტროლებლად რუსეთს საკუთარი საორიენტაციო ნიშნულის შექმნა სურს
Bloomberg

რუსეთის მთავრობამ შეიმუშავა გეგმა იმისათვის, რომ მომავალ წელს ნავთობის საორიენტაციო ეროვნული ნიშნული შექმნას. ამ გზით, ის ცდილობს, რომ დაიცვას თავი დასავლეთისგან, რომელიც ცდილობს, რომ რუსეთში ნავთობის მეშვეობით, აშშ დოლარის შესვლა შეზღუდოს.  

Bloomberg News-ის მიერ ნანახი დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მთავრობა, ნავთობის შიდა მწარმოებლები და ცენტრალური ბანკი ნავთობის ვაჭრობის დაწყებას ეროვნულ პლატფორმაზე ოქტომბრიდან გეგმავს. 

გეგმის თანახმად, რუსეთი იმუშავებს უცხოელი პარტნიორების მოზიდვაზე ნავთობის შესაძენად, რათა 2023 წლის მარტიდან ივლისამდე მიაღწიოს საკმარის სავაჭრო მოცულობას, რომელიც ფასების დადგენის საშუალებას მისცემს. 

რუსეთი ათ წელია ცდილობს შექმნას საკუთარი ნავთობის ნიშნული, მაგრამ ამ საქმეში მცირე წინსვლა აქვს. ქვეყნის ზოგიერთმა მწარმოებელმა გაყიდა ნედლი ნავთობის პარტიები მოსკოვში დაფუძნებულ Spimex-ის სასაქონლო ბირჟაზე, მაგრამ ვაჭრობის მოცულობა არ იყო საკმარისად მაღალი იმისთვის, რომ გლობალურად მიღებული ნიშნული შექმნას. 

დოკუმენტის თანახმად, წინადადება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და სამთავრობო ორგანოებმა უნდა დაადგინონ, სჭირდება თუ არა ქვეყანას რაიმე დამატებითი სამართლებრივი ჩარჩო პლატფორმაზე ნავთობის ვაჭრობისთვის. რუსეთის ენერგეტიკის სამინისტრომ Bloomberg-ის კითხვებს არ უპასუხა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია