LIVE

რუსეთმა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის გაგრძელების პირობები დაასახელა

13 ივლ 202219:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 539
რუსეთმა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის გაგრძელების პირობები დაასახელა

მოსკოვი, სხვა ვარიანტებთან ერთად, განიხილავს უკრაინის ტრანზიტის გახანგრძლივების შესაძლებლობას 2024 წლის შემდეგაც, იმ შემთხვევაში, თუ ევროპაში მასზე მოთხოვნა შენარჩუნდება და უკრაინის გაზის ტრანსპორტირების სისტემა იმუშავებს. ამის შესახებ Reuters-ი რუსულ საინფორმაციო სააგენტო РИА Новости-ზე დაყრდნობით წერს

РИА Новости-ს წყარო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთი ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს და ამჟამად ტრანზიტი შეზღუდულია უკრაინის ხელისუფლების მიერ. გაზის აღნიშნული მარშრუტის მოქმედი კონტრაქტი 2024 წელს იწურება. ევროპა რუსული გაზის მთავარი გლობალური მომხმარებელია. 

ევროპა ენერგოკრიზისის საფრთხის წინაშეა. მიმდინარე კვირის დასაწყისში, ტექნიკური სამუშაოების გამო, 10 დღით გაჩერდა ევროპის ყველაზე დიდი მილსადენი. Nord Stream 1-ის მილსადენით რუსეთიდან გერმანიას, ბალტიის ზღვის გავლით, 55 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება. შეკეთების სამუშაოები განრიგით 11 ივლისიდან 21 ივლისამდე უნდა გაგრძელდეს. თუმცა, მთავრობები, ბაზრები და კომპანიები შიშობენ, რომ მილსადენის გაჩერება შესაძლოა, უკრაინაში ომის ფონზე უფრო დიდხანს გაგრძელდეს.