LIVE

ქართველი არტისტების ნამუშევრები მეტავერსში გაიყიდება - Wally Gallery მეტავერსს უერთდება

11 ივლ 202210:36
3 წუთის საკითხავი
clock clock 634
ქართველი არტისტების ნამუშევრები მეტავერსში გაიყიდება - Wally Gallery მეტავერსს უერთდება

Wally Gallery მეტავერსს უერთდება. კომპანიის ინფორმაციით, გალერეაში წარმოდგენილი თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები მეტავერსში გაიყიდება.  

„თანამშრომლობას ვიწყებთ AdRunner NFT-სთან, რომლის მიზანია მეტა სამყაროში სარეკლამო პლატფორმის განვითარება! მათ განთავსებული აქვთ რამდენიმე ინტერაქტიური ბანერი, Decentraland-ისა და Sandbox-ის მეტავერსებში!

ინტერაქტიური ბანერის გამოყენებით, Wally Gallery აცნობს ქართველ არტისტებს მეტავერსის ადგილობრივებს და საშუალებას აძლევს შეიძინონ ნამუშევრები“, - აცხადებენ გალერეაში.

Wally არის ხელოვნების საკომუნიკაციო პლატფორმა Art Inception-ის ონლაინ გალერეა. მისი მიზანია თანამედროვე ქართველი ხელოვანების ნამუშევრები უფრო ხელმისაწვდომი იყოს და არტის ყიდვა-გაყიდვის პროცესი გამარტივდეს. 

შეგახსენებთ, Metaverse-ში ციფრული ფილიალის გახსნა დააანონსა საქართველოს ბანკმა. 

​ცნობისთვის, Metaverse არის იდეა, სადაც მომხმარებლები ცხოვრებენ, მუშაობენ და ვარჯიშობენ ვირტუალურ სამყაროში. კომპანიის Oculus ვირტუალური რეალობის ყურსასმენები და სერვისი ამ ხედვის რეალიზაციის ინსტრუმენტული ნაწილია.