LIVE

ოქტომბრის შემდეგ, ბიტკოინი ყველაზე დიდ ყოველკვირეულ ზრდას აჩვენებს

08 ივლ 202214:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 514
ოქტომბრის შემდეგ, ბიტკოინი ყველაზე დიდ ყოველკვირეულ ზრდას აჩვენებს
Angel Garcia/Bloomberg

გასული წლის ოქტომბრის შემდეგ ბიტკოინი მიმდინარე კვირაში საუკეთესო ზრდას აჩვენებს, რასაც გლობალურ ბაზრებზე რისკიანი აქტივების მიმართ ინვესტორების მადის მომატებას უკავშირებენ. 

დღეს დაფიქსირებული ფასის მიხედვით, უმსხვილესი კრიპტოვალუტის ღირებულება მიმდინარე კვირაში 13%-ზე მეტად გაიზარდა. მონეტის ფასმა დღეს $22,000-ს გადააჭარბა, თუმცა იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, 67 წლის შინძო აბეს გარდაცვალებამ საფონდო ბირჟებზე გავლენა იქონია და ბიტკოინის ღირებულება ისევ შემცირდა. 

სხვა ტოკენებმა, როგორიცაა Ether, Avalanche და Solana, გასული დღეების განმავლობაში ასევე ზრდა აჩვენეს, რაც, CoinGecko-ს მონაცემებით, კრიპტოვალუტების საერთო საბაზრო ღირებულების $1 ტრილიონზე დაბრუნებას ეხმარება.  

კრიპტოვალუტები ბოლო თვეების განმავლობაში აქციების ბაზრების მიმართულებით მოძრაობენ. შესაბამისად, აქციების გაძვირებას დაზარალებული მონეტებისთვის შვება მოაქვს.  

წელს ბიტკოინის ფასი 50%-ზე მეტით შემცირდა, რაზეც მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებამ და ციფრული აქტივების სექტორში აფეთქებების სერიამ იმოქმედა. 

"რისკების ბაზრებზე ზრდაა და, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ კრიპტო ვაჭრობაც გაიზარდა. ცუდი ამბების კასკადის და დიდი ლიკვიდაციების შემდეგ, ბევრი კრიპტო-ინვესტორი კვლავ გვერდიდან აკვირდება და ელოდება ხელსაყრელ მომენტს", - ამბობს IDX Digital Assets-ის ინვესტიციების მთავაროფიცერბენ მაკმილანი. 

მიუხედავად ამისა, რიგი ეკონომიკური რისკები კრიპტოსამყაროში შეშფოთებას იწვევს.

"ბიტკოინის ბევრი ინსტიტუციური მფლობელი შეიძლება იყოს განსაკუთრებით მგრძნობიარე ეკონომიკის ზოგადი მდგომარეობის მიმართ", - ამბობს Tribe Capital-ის პარტნიორი ჯარედ მადფესი. 

Deutsche Bank-ის მიხედვით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ახლოს ვაჭრობს ბიტკოინი აშშ-ის აქციებთან, ციფრულმა ვალუტამ შესაძლოა, წლის ბოლოსთვის $28,000-იან ღირებულებას მიაღწიოს.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ემილი გრაფეო, იზაბელ ლი და სუვაშრი გოში