LIVE

ჩრდილოეთ კორეა კოვიდის აფეთქებაში სამხრეთიდან მომავალ "უცნაურ საგნებს" ადანაშაულებს

01 ივლ 202218:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 787
ჩრდილოეთ კორეა კოვიდის აფეთქებაში სამხრეთიდან მომავალ "უცნაურ საგნებს" ადანაშაულებს
Kim Won Jin/AFP/Getty Images

ჩრდილოეთ კორეა Covid-19-ის მიმდინარე აფეთქებას სამხრეთ კორეასთან საზღვარზე მფრინავ საჰაერო ბუშტებში მოთავსებულ "უცნაურ საგნებს" უკავშირებს.

კორეის ცენტრალური ახალი ამბების სააგენტოს ცნობით, კიმ ჩენ ინის რეჟიმმა მოუწოდა ოფიციალურ პირებს, ყურადღებით შეისწავლონ "სადემარკაციო ხაზებსა და საზღვართან ქარით და სხვა ბუნებრივი მოვლენებით მოტანილი საჰაერო ბუშტები".

სამხრეთ კორეის მთავრობა ჩრდილოეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს და აღინიშნავს, რომ მათ საჰაერო ბუშტები გაუშვეს აპრილის ბოლოს, ხოლო ფხენიანმა ინფექციის პირველი შემთხვევის შესახებ აპრილის შუა რიცხვებში განაცხადა.

ჩრდილოეთ კორეის მტკიცებით, აპრილში დაინფიცირებული ახალგაზრდა სამხედრო პირი და ხუთი წლის გოგო პირველები არიან, ვინც ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირდნენ. 

გარდა ამისა, სამხრეთ კორეა განმარტავს, რომ სამედიცინო კვლევებზე დაყრდნობით, ვირუსის გავრცელების მსგავსი პრეცედენტი ბუნებაში არ არსებობს.

სამხრეთ კორეაში მოქმედმა ადამიანის უფლებათა ჯგუფებმა საჰაერო ბუშტები საზღვარზე ნახევარკუნძულის დასავლეთიდან Covid-19-თან ბრძოლაში დახმარების მიზნით გაუშვეს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ინფიცირებულ საგნებთან შეხებით დაინფიცირების შესაძლებლობა, 200 კილომეტრზე მეტ მანძილზე გაშვებული ბუშტების შემთხვევაში, ამის შანსი საკმაოდ დაბალია. შესაბამისად, სამხრეთ კორეის ეპიდემიოლოგთა საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბრალდებები "უსაფუძვლოა".

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯონ ჰერსკოვიცი და სანგმი ჩა