LIVE

Google Russia თავს გაკოტრებულად აცხადებს

18 ივნ 202215:16
3 წუთის საკითხავი
clock clock 732
Google Russia თავს გაკოტრებულად აცხადებს

Google-ის ადგილობრივმა შვილობილმა კომპანიამ რუსეთში გაკოტრების შესახებ განაცხადა. ამერიკული კომპანიის წინააღმდეგ მოსკოვის ზომებმა შეუძლებელი გახადა ბიზნესის წარმოება.

“რუსეთის ხელისუფლების მიერ Google Russia-ს საბანკო ანგარიშის ჩამორთმევამ შეუძლებელი გახადა ჩვენი რუსეთის ოფისის მუშაობა, მათ შორის რუსი თანამშრომლების დაქირავება და ანაზღაურება, მომწოდებლებისა და ვაჭრების გადახდა და სხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულება. რუსეთში ადამიანები ხარისხიან ინფორმაციაზე წვდომისთვის ჩვენს სერვისებს ეყრდნობიან და გავაგრძელებთ უფასო სერვისების მიწოდებას, როგორიცაა Search, YouTube, Gmail, რუქები, Android და Play”,- განაცხადა კომპანიის სპიკერმა.

გასულ თვეში, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა განაცხადა, რომ აპირებდა გაკოტრების გამოცხადებას. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იტყობინება, რომ დოკუმენტები მოსკოვის საარბიტრაჟო სასამართლოს 16 ივნისს წარედგინა.

Google არის ერთ-ერთი დასავლური ტექნოლოგიური კომპანია, რომელმაც გააუქმა ან შეამცირა ოპერაციები რუსეთში, უკრაინაში ომის ფონზე დასავლეთის სანქციების და რუსეთის დასჯის გამო.