LIVE

ბიტკოინის ღირებულება $20 000-ზე ნაკლებია

18 ივნ 202211:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 721
ბიტკოინის ღირებულება $20 000-ზე ნაკლებია

2020 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად, ბიტკოინის ღირებულება $20,000-ზე ნაკლებია. მისი ფასი 6%-ით, $19,377.08-მდე დაეცა. საბაზრო ღირებულებით ყველაზე დიდი ტოკენის ფასი ზედიზედ 12 დღის განმავლობაში მცირდება. ეთერიუმის ღირებულება $999,86-მდე შემცირდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2021 წლის იანვრის შემდეგ.

“რეცესიის მზარდი შიში ამცირებს სარისკო აქტივების მიმართ ინტერესს, რაც აიძულებს კრიპტო ტრეიდერებს, ფრთხილად იყვნენ ბიტკოინის ყიდვისას”, - განაცხადა ედვარდ მოიამ, ოანდას ბაზრის უფროსმა ანალიტიკოსმა.

შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა 15 ივნისს გაზარდა საპროცენტო განაკვეთი პროცენტული პუნქტის სამი მეოთხედით, რაც ყველაზე დიდი ზრდაა 1994 წლის შემდეგ. ცენტრალურმა ბანკებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ საპროცენტო განაკვეთების აგრესიულ ზრდას ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამან ზიანი მიაყენა უფრო სარისკო აქტივებს, როგორიცაა კრიპტოვალუტები, რამაც გამოიწვია ბიტკოინის ფასის დაახლოებით 70%-ით შემცირება. 

კრიპტოვალუტების ბაზარი აჩვენებს უფრო ფართო კატასტროფის ნიშნებს Terra blockchain-ის კრახისა და კრიპტოკრედიტის Celsius Network -ის ბოლო გადაწყვეტილების შემდეგ, შეეჩერებინა სახსრების გატანა. განწყობას ამძიმებს კრიპტოვალუტის ჰეჯ-ფონდი Three Arrows Capital-ი, რომელმაც დიდი ზარალი განიცადა და განაცხადა, რომ განიხილავს აქტივების გაყიდვას. Glassnode-ის მკვლევრის თქმით, გრძელვადიანი მფლობელებიც კი, რომლებიც აქამდე თავს არიდებდნენ გაყიდვას, ზეწოლის ქვეშ არიან.

Bloomberg Intelligence-ის ანალიტიკოსის, მაიკ მაკგლონის თქმით, ისტორიული მონაცემები აჩვენებს, რომ ბიტკოინს შეუძლია საკვანძო მხარდაჭერა მოიპოვოს $20,000-მდე, რადგან წინა გაყიდვები აჩვენებს, თუ სად პოულობს ტოკენი ჩვეულებრივ გამძლეობის წერტილებს.

CoinGecko-ს თანახმად, კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით $900 მილიარდია.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: ჯოანა ოსინჯერი და ტანზილ ახტარი