LIVE

Facebook და Apple-ს შორის დაპირისპირება მძაფრდება

04 თებ 202113:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 523
Facebook და Apple-ს შორის დაპირისპირება მძაფრდება
Bloomberg

2018 წელს, როცა Facebook, მისი Cambridge Analytica-სთან უერთიერთობის გამო, პოლიტიკურ სკანდალში გაეხვა, MSNBC-ის ეთერში ტიმ კუკს ჰკითხეს, რას იზამდა მარკ ცუკერბერგის ადგილას რომ ყოფილიყო. Apple-ის CEO-ს ამ კითხვაზე მოკლე პასუხი გასცა: " ამ სიტუაციაში არ ვიქნებოდი".

ეს მცირე დაპირისპირება იმით გაგრძელდა, რომ ცუკერბერგმა Apple-ის პროდუქტები 'მხოლოდ მდიდარი ადამიანებისთვის' ხელმისაწვდომად გამოაცხადა. საპასუხოდ კუკმა მომხარებლებს გარკვეულ აპლიკაციებში დროის თვითშეზღუდვა ასწავლა და ეს ინსტაგრამის ლოგოს ფონზე გააკეთა.

ძნელია იმის განსაზღვრა, ზუსტად სად დაიწყო ამ ორი ტექ. გიგანტის ურთიერთობის გაფუჭება, თუმცა ასეთ მცირე ნიშნებს, რომ ამ კომპანიებს საუკეთესო ურთიერთობა არ აქვთ, უკვე დიდი ხანია ვხედავთ.

სილიკონ ველის ტერიტორიაზე დაპირისპირება შეიძლება ბრუტალური იყოს, თუმცა უკანასკნელი წლების განლავლობაში Apple და Facebook მეგობრულს თუ არა, ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობას ნამდვილად იზიარებდნენ.

მიუხედავად ამისა, ახლა მათი ურთიერთობის კურსი გარდაუვალი შეჯახებისკენ მიდის. ისინი აშკარა კონკურენტები ხდებიან. Facebook-ს ისეთ პროდუქტებზე გადააქვს ფოკუსი, რაც Apple-ის მომავალში ცხადად მოიაზრება. მაგალითისთვის, ვირტუალური და აუგმენტირებული რეალობის ჰედსეთებიც შეიძლება მოვიყვანოთ.

"ჩვენ მზარდი ტემპით ვხედავთ Apple-ს ჩვენს ყველაზე დიდ კონკურენტად" ამბობს ცუკერბერგი. მისი თქმით, iPhone-ის მწარმოებელს აქვს აშკარა მოტივი მისი დომინანტური პლათფორმა Facebook-ის და სხვა აპლიკაციების მუშაობის დასარეგულირებლად გამოიყენოს. როგორც, Facebook-ის დამფუძნებელი ამბობს, კომპანია ამას მუდმივად აკეთებს საკუთარი პროდუქტებისთვის პრეფერენციიის მისანიჭებლად.

ამ დაპირისპირების ბოლო თავს Apple-ის მომავალი სისტემური აფდეითი წარმოადგენს. ის უზრუნველყოფს მომხარებლებმა თვითონ აირჩიონ მათი მონაცემების რა ნაწილს გაუზიარებენ დეველოპერებს. ეს ნაბიჯი, ცხადია, მნიშვნელოვნად შეასუსტებს Facebook-ის ტარგეტირებულ რეკლამას.

ამ ამბავს Facebook მძიმედ შეხვდა. კომპანიამ რეკლამაც კი გამოაქვეყნა აშშ-ს ადგილობრივ გაზეთებში ტექსტით, სადაც Facebook Apple-ის წინააღმდეგ პატარა ბიზნესების სახელით ილაშქრებს. როგორც ცნობილია, სოციალური მედიის გიგანტი ამ ქმედების გამო  iPhone-ის მწარმოებელი კომპანიის წინააღმდეგ ანტიმონოპილიური სარჩელის შეტანასაც გეგმავს.

Apple ამბობს, რომ პროგრამული უზრუნველყოფის განახლება მომხმარებლებს მეტ სიცხადეს მისცემს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ აგროვებს მათ მონაცემებს და რატომ. კომპანია კონფიდენციალურობას, "ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას" უწოდებს.

ტიმ კუკმა, როგორც ჩანს, Facebook-ის მიმართულებით კომპიუტერების, კონფიდენციალურობის და მონაცემთა დაცვის ონლაინ კონფერენციაზეც გაისროლა. მისი თქმით, ”თუ ბიზნესი დაფუძნებულია მომხმარებლების შეცდომაში შეყვანაზე, მონაცემთა ექსპლუატაციაზე, არჩევანზე, რომელიც საერთოდ არ არის არჩევანი, მაშინ ის არ იმსახურებს ჩვენს შექებას, ის იმსახურებს რეფორმას”, - თქვა მან. კუკმა დაამატა, რომ ზოგიერთი სოციალური ქსელი ხელს უწყობს საშიში დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებას.

ორკომპანიას შორის პროგრამული განახლების შესახებ დისკუსია არაპროდუქტიული აღმოჩნდა, ამბობს გრეჰემ მადი, Facebook-ის რეკლამებისა და ბიზნეს პროდუქტის მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი. მისი თქმით, Facebook-ის მხრიდან პროგრამული განახლების შესახებ მოსალაპარაკების მცდელობაზე, Apple-მა რეაგირება არ მოახდინა.

სოციალური მედიის გიგანტი ახლა შიშობს ზუსტად რა სიტყვებით კითხავს Apple თავის მომხარებლებს, სურთ თუ არა, რომ კომპანიას მათ მონაცემებზე წვდომა ჰქონდეს. Facebook ფიქრობს, რომ Apple ამას განგაშის გამომწვევი გზით გააკეთებს. ეს გამოიწვევს მომხმარებლების მხრიდან დიდწილად უარის თქმას ასეთ წვდომაზე, რაც ძალიან დააზარალებს Facebook-ის რეკლამის ბიზნესს და საბოლოო ჯამში ბიზნესებს, რომლებიც მას ეყრდნობიან.

როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, დავა კიდევ უფრო დიდ დაძაბულობაზე მიუთითებს. ელიზაბეტ რენიერი, მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის იურისტი, რომელიც Notre Dame-IBM Technology-ის ეთიკის ლაბორატორიას მართავს, ამბობს, რომ მომხარებელზე თვალთვალის გამო დაპირისპირებამ აჩვენა, თუ რამდენად დომინირებს ორივე კომპანია შესაბამის ბაზრებზე. ეს შეიძლება პრობლემატური იყოს, რადგან ორივე ანტიმონოპოლური კონტროლის ქვეშ იმყოფება. Facebook- ის არგუმენტი იმის შესახებ, რომ მცირე ბიზნესი ამ ცვლილებების შემდეგ მომხმარებელს ვერ მიაღწევს, აჩვენებს, თუ რამდენად კრიტიკულად საჭიროა სოც. მედიის გიგანტი მცირე ბიზნესის რეკლამირების სამყაროში, ამბობს ის.

ეს დააპირისპირება ორ კომპანიას შორის მარტივად არ დასრულდება.

გარდა ვირტუალური რეალობის პროდუქტებისა, Apple და Facebook ასევე იწყებენ კონკურენციას სახლის პროდუქტებშიც. Facebook-ს ახლა აქვს ჭკვიანი სახლის მოწყობილობები ვიდეო ჩეთისთვის, რომლებიც გარკვეულწილად კონკურენციას უწევს Apple- ის TV set top box-ს, HomePod სპიკერს და iPad- ებს FaceTime-ისთვის.

Facebook-ის დაზიანებული რეპუტაციის გათვალისწინებით, კომპანია კონფიდენციალურობის წინააღმდეგ ბრძოლაში უკვე წამგებიან პოზიციაშია. ცუკერბერგი ცდილობს ხაზგასმით აღნიშნოს Apple-ის გადაწყვეტილების მიღმა არაკეთილსინდისიერი მოტივები. კონდიფენციალური ინფორმაციის გამოყენების შესახებ ნეგატიური უკუკავშირის შემდეგ, რამდენად წარმატებული იქნება მისი ეს მცდელობა, ჯერჯერობით ნათელი არ არის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორები: კურტ ვაგნერი და მარკ გურმანი