LIVE

ბიტკოინის ფასი $25 000-იან ნიშნულს ჩამოსცდა

13 ივნ 202210:50
3 წუთის საკითხავი
clock clock 839
ბიტკოინის ფასი $25 000-იან ნიშნულს ჩამოსცდა

აზიის დღევანდელ ვაჭრობაში ბიტკოინის ფასი 18-თვიან მინიმუმამდე დაეცა. აშშ-ის რეკორდული ინფლაცია გლობალური რისკის შემცველი აქტივების პერფორმანსზე გავლენის მოხდენას აგრძელებს.

მსოფლიოს უმსხვილესი ციფრული მონეტა კიდევ 8.9%-ით დაეცა და მის ფასი ახლა $24,903-ს შეადგენს, რაც 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ყველაზე დაბალი დონეა. კრიპტოვალუტების გლობალური ვარდნის პერიოდში დაიკლო სხვა ციფრული მონეტების ფასებმაც. MVIS CryptoCompare Digital Assets 100 ინდექსი, რომელიც 100 უმსხვილეს კრიპტოვალუტას აკვირდება, 9.7%-ით დაეცა.

ტრეიდერები აშშ-ის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის მეტად გამკაცრებას ელიან მას შემდეგ, რაც პარასკევს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მაისში შტატების ინფლაციამ 40-წლიან მაქსიმუმს მიაღწია. კრიპტოვალუტებმა, რომლებსაც ცენტრალური ბანკის პოლიტიკის ფონზე ბრძოლა უწევთ, განსაკუთრებით მძიმე დარტყმა მიიღეს. გასულ თვეში Terra/Luna-ს ეკოსისტემის კოლაფსმა და ორშაბათს მსესხებელი Celsius-ის მიერ გატანების შეჩერებამ სექტორის მიმართ ნდობა კიდევ უფრო შეარყია.

რთულ სიტუაციაში არიან სხვა კრიპტოვალუტებიც. ეთერიუმი 12%-ით დაეცა და 2021 წლის თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასი აქვს. Avalanche-მა ღირებულების 15% დაკარგა, სოლანამ 14%, ხოლო Dogecoin-მა 11%.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ჯოანა ოსინგერი