LIVE

დანიაში 17 მილიონი წავი გაწყვიტეს

09 დეკ 202012:43
3 წუთის საკითხავი
clock clock 392
დანიაში 17 მილიონი წავი გაწყვიტეს

ბეწვეულის ინდუსტრია დანიაში 90 წელს ითვლის და სულ რაღაც ირიოდ კვირის წინ ქვეყანა წავის ბეწვის უმსხვილესი მწარმოებელი იყო. დანიაში ცხოველთა უფლებების დამცველები მრავალი წელი ებრძოდნენ ბეწვის ინდუსტრიას, თუმცა დღეს ისინი უკვე მთავრობას აკრიტიკებენ ცხოველების ბრუტალური განადგურების გამო.

მას შემდეგ, რაც დანიაში წავებს SARS-CoV-2-ის მუტაციის ფაქტები გამოუვლინდათ, ხელისუფლებამ მათი განადგურების გადაწყვეტილება მიიღო, რასაც 17 მილიონი წავი ემსხვერპლა.

ამ გადაწყვეტილებას მასშტაბური პროტესტი მოყვა. მოსახლეობა მთავრობას ჯანმრთელი წავების ხოცვაში ადანაშაულებს. ფერმების მონახულების შემდეგ ამ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი პირებიც კი აღიარებენ, რომ მთავრობას სხვა ჰუმანური გზა უნდა მოეძებნა, თუმცა იქვე განმარტავენ, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ ვირუსის ახალი მუტაციის გავრცელბის საფრთხით იყო განპირობებული.

ფერმერები, რომლებსაც მთავრობა კომპენსაციას სთავაზობს, ეჭვობენ, რომ საქმიანობის აღდგენას, რასაც შვიდი წელი სჭირდება, ვეღარ შეძლებენ.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: მორთენ ბიუთლერი