LIVE

საშიშია თუ არა ორსულებისთვის Covid-19-ის ვაქცინის მიღება

03 თებ 202115:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1285
საშიშია თუ არა ორსულებისთვის Covid-19-ის ვაქცინის მიღება
Jack Guez/AFP/Getty Images

გასულ კვირას მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ Pfizer-ისა და Moderna-ს ვაქცინების ორსულებში გამოყენებას რეკომენდაცია არ გაუწია, რაც ეწინააღმდეგება CDC-სა და აშშ-ს მეან გინეკოლოგებების კოლეჯის პოზიციას. შესაბამისად, მკვლევარებს არ აქვთ მყარი პასუხი, რა გავლენას ახდენს ორსულებზე ვაქცინა.

ექსპერტები, რომლებიც სწავლობენ სქესობრივ განსხვავებებს, ორსულობასა და იმუნურ სისტემას, ამბობენ, რომ შეზღდული მტკიცებულებების მიხედვით, ორსულებისთვის ვირუსი გაცილებით დიდი რისკია, ვიდრე ვაქცინა.

„ყველას სირცხვილია, რომ ორსულ ქალებს არ ითვლიან პროცესის ყველა ეტაპზე“ - ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის იმუნოლოგი საბრა კლაინი. მეცნიერი გულისხმობს ორსულ ცხოველებზე ვაქცინების ტესტირებას, ასევე ორსულთა მონაწილეობას კლინიკურ კვლევებში.

განსხვავებული პოზიციები იწვევს შიშსა და დაბნეულობას იმ პირობებში, როცა ადამიანები ვაქცინაციის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის შტურმის ქვეშ არიან. დეზინფორმაციის ნაწილი კი სწორედ ფეხმძიმობას ეხება. ორსულები უკეთეს რჩევას იმსახურებენ, ვიდრე ბუნდოვანი - „ჰკითხეთ თქვენს ექიმს“.

CDC-ს ცნობით, ორსულობის დროს Covid-19-ით დაინფიცირებისა და საავადმყოფოში მოხვედრის რისკი იზრდება. CDC-ს სხვა ანგარიში კი ადგენს კავშირს ინფიცირებასა და არასასურველ შედეგებს, მათ შორის, ნაადრევ მშობიარობას შორის.

კლეინი ფიქრობს, რომ Covid-19 არ არის ისეთი საშიში, როგორც ზიკა ვირუსი, რამაც გამოიწვია მშობიარობასთან დაკავშირებული მთელი რიგი სერიოზული პრობლემები, მაგრამ ორსული ქალების უმეტესობისთვის ინფექციის რისკი აჭარბებს ნებისმიერ პოტენციურ საფრთხეს, რომლის გამოწვევა ვაქცინაციას შეუძლია.

კენტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ტარა სმიტი WHO-ს ყოყმანს შეცდომად მიიჩნევს. ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ტვირთი ქალებსა და მათ ექიმებს დააწვა.

კლეინი, ჯონ ჯოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევარი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილების ტვირთის ქალებზე დაკისრება, ადეკვატური ინფორმაციის მიწოდების გარეშე, უსამართლობაა. ვაქცინაციის შესახებ დაუსაბუთებელმა შიშებმა უკვე გამოიწვია ორსულებში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კლება იმის მიუხედავად, რომ მათთვის გრიპს უფრო მეტი გართულების გამოწვევა შეუძლია, ნაყოფის დაკარგვის ჩათვლით.

შიშები წარმოშვა გავრცელებულმა ჭორმა, თითქოს  ვაქცინის შედეგად წარმოქმნილი ანტისხეულები აზიანებს პლანცეტას და იწვევს უნაყოფობას. ამ აზრს საფუძვლად დაედო დაკვირვება, რომ ვაქცინის მიერ წარმოქმნილი ანტისხეულების ცილები ოდნავ ჰგავდა პლაცენტის ცილას.

ტარა სმიტის თქმით, Covid-19 გაცილებით მრავალფეროვან ანტიხეულებს წარმოქმნის, რაც გვერდითი მოვლენების ეფექტს ზრდის. ცხოველებზე ჩატარებულ კლინიკურ კვლევებში კი ვაქცინას უშვილობა არ გამოუწვევია. იგივეს ადასტურებს თავდაპირველი ბიოქიმიური მონაცემებიც.

ახლა კრიტიკულია,  იმ ორსულ ქალებზე დაკვირვება, რომლებიც ვაქცინას იღებენ. ნებისმიერი გართულების ან ეფექტურობის ნაკლებობის დადგენა უნდა მოხდეს იქამდე, ვიდრე ვაქცინებს უფრო ფართო ჯგუფს შესთავაზბენ. აუცილებელია დიდი რაოდენობით დამატებითი პრეკლინიკური კვლევა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ვაქცინა ვირუსის ახალი ვარიანტების წინააღმდეგ. მკვლევარებმა შეიძლება დაიწყონ ორსულ ცხოველებზე დაკვირვება. წარსული შეცდომების გამოსწორება კი გვიანი არ არის.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფეი ფლამი