LIVE

2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 5.55 მლნ მობილური აბონენტია

02 ივნ 202212:54
3 წუთის საკითხავი
clock clock 663
2021 წლის მონაცემებით, საქართველოში 5.55 მლნ მობილური აბონენტია

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის თანახმად, საქართველოში მობილური აბონენტების რაოდენობამ 2021 წლის ბოლოს 5.55 მლნ შეადგინა. გასული წლის შედეგები აჩვენებს, რომ ერთ მომხმარებელს ერთზე მეტი ნომერი აქვს.

„ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელმა ზუსტად იციან ბაზარზე არსებული ტარიფები და საჭიროების მიხედვით, სხვადასხვა მომსახურებაზე მისთვის ხელსაყრელ ქსელს იყენებენ“,- აღნიშნავენ კომუნიკაციების კომისიაში,

გასულ წელს აბონენტების რაოდენობა კომპანიების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: „მაგთიკომი“ - 42%, „სილქნეტი“ - 33%, ხოლო „ბილაინი“ - 25%.

2021 წელს მობილურ კავშირზე „მაგთიკომის“ ერთმა აბონენტმა თვეში საშუალოდ ₾10.9 დახარჯა, „სილქნეტის“ აბონენტმა - ₾10.1, ხოლო ყველაზე ნაკლები - ₾6.8 „ბილაინის“ აბონენტმა.

ამასთან, ანგარიშის მიხედვით, 2021 წელს საქართველოში მობილურ ინტერნეტს 3.75 მილიონი აბონენტი იყენებდა.