LIVE

ჩინეთი აპირებს, რუსეთთან ერთად "ნამდვილი დემოკრატია" წაახალისოს

01 ივნ 202219:30
3 წუთის საკითხავი
clock clock 1209
ჩინეთი აპირებს, რუსეთთან ერთად "ნამდვილი დემოკრატია" წაახალისოს
Russian Foreign Ministry Press Service via AP Photo

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პეკინი მოსკოვთან "ნამდვილი დემოკრატიის" წახალისებაზე მუშაობს, რაც რუსეთთან მისი ქვეყნის მჭიდრო კავშირს უსვამს ხაზს.

"ჩინეთს აქვს სურვილი, რუსეთთან და გლობალურ თანამეგობრობასთან ერთად, წაახალისოს ნამდვილი დემოკრატია ერებისთვის მისაღები პირობების შესაბამისად", - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ვიდეო მიმართვაში ღონისძიებაზე, რომელსაც მისი რუსი კოლეგა, სერგეი ლავროვიც ესწრებოდა.

ვანმა ასევე აღნიშნა, რომ სხვა ერებზე გავლენის მოსახდენად დემოკრატიისა და ადამიანთა უფლებების განსაზღვრებების "მონოპოლიზების" მცდელობა, განწირულია მარცხისთვის, რითაც ირიბად აშშ-ის მიერ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დაგმობაზე მიანიშნა. 

მას შემდეგ, რაც პეკინი ცდილობს, საკუთარი თავი ნეიტრალურ როლში გამოიყვანოს და ამ მიზნით, უკრაინის სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს, ამავდროულად გაეროში მხარს უჭერს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და აშშ-ს ნატოს ექსპანსიის მხარდაჭერის გზით ომის პროვოცირებაში ადანაშაულებს. 

პრეზიდენტმა სი ძინპინმა ომის დაწყებამდე პუტინთან "ულიმიტო" მეგობრობის შესახებ განაცხადა, ხოლო უკრაინელ ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ომის დაწყების შემდეგ არც კი უსაუბრია. 

ვანმა თქვა, რომ ჩინეთმა და რუსეთმა, როგორც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს მუდმივმა წევრებმა, გლობალურ მმართველობაში მნიშვნელოვანი კონტრიბუციის შეტანა უნდა განაგრძონ.

მისივე თქმით, გლობალური და რეგიონული უსაფრთხოება "სამხედრო დაჯგუფებების გაძლიერების" გზითა და "მიწოდების მყიფე ჯაჭვით" არ უნდა მიიღწეოდეს. ამით, ის ირიბად გამოეხმაურა ნატოს აღმოსავლურ ექსპანსიასა და დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. 

"ჩინეთმა და რუსეთმა, სხვა მშვიდობისმოყვარულ ქვეყნებთან მხარდამხარ, უნდა განაგრძონ გლობალური წესრიგის უზრუნველყოფა საერთაშორისო კანონის ფარგლებში", - თქვა ჩინეთის პირველმა დიპლომატმა.  

ორი ქვეყანა ცდილობს დოლარზე დამოკიდებულება შეამციროს და აშშ-ს არსებული და პოტენციური სანქციების დასაძლევად ორმხრივი ვაჭრობა გააძლიეროს. ზრდა ასევე ემთხვევა იუანის მიმართ რუბლის გამყარების 5-წლიან მაქსიმუმს. იუან-რუბლის წყვილში ვაჭრობის მოცულობა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 1 067%-ით, თითქმის $4 მილიარდამდე გაიზარდა.

ამავე დროს ომის ფონზე, რუსული ენერგორესურსების გადაზიდვები რეკორდულად გაიზარდა ჩინეთსა და ინდოეთში, სადაც ტრანზიტის მოცულობა 74-დან 79 მილიონ ბარელს აღწევს 

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია