LIVE

გაერო: მსოფლიო არასაკმარის თანხებს ხარჯავს ბუნებრივი კატასტროფების პრევენციაზე

28 მაი 202213:55
3 წუთის საკითხავი
clock clock 843
გაერო: მსოფლიო არასაკმარის თანხებს ხარჯავს ბუნებრივი კატასტროფების პრევენციაზე
Asim Hafeez/Bloomberg

ქვეყნები ძალიან ცოტას ხარჯავენ ბუნებრივი კატასტროფების პრევენციაზე. მაგალითად, როგორებიცაა სამხრეთ აფრიკაში წყალდიდობა, ან რეკორდული სიცხე ინდოეთში.

გაეროს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისის ხელმძღვანელის, მამი მიზუტორის თქმით, 2010-2019 წლებში კატასტროფებთან დაკავშირებული დაფინანსებისთვის ხელმისაწვდომი $133 მილიარდიდან მხოლოდ 4% მოხმარდა რისკის შემცირებას, დანარჩენი ბუნებრივი კატასტროფის შემდგომ რეაგირებაზე დაიხარჯა.

“ეს არის კატასტროფის რისკის ახალი ლანდშაფტი. ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, სადაც ბევრი საფრთხეა და რომლის შედეგებიც სულ უფრო უარესდება. გვჭირდება მეტი ინვესტიცია პრევენციაში”, - განაცხადა მიზუტორმა კატასტროფების რისკის შემცირების გლობალური ფორუმის დაწყებამდე.

პანდემიასთან წლების განმავლობაში ბრძოლის შემდეგ, ქვეყნებს უწევთ სტიქიურ უბედურებებთან და გეოპოლიტიკური კონფლიქტებთან გამკლავება. განვითარებადი ქვეყნებისთვის ბუნებრივი კატასტროფებით მიყენებული ზიანი მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ს შეადგენს. განვითარებული ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 0,1%-0,3%-მდე მერყეობს.

მიზუტორის თქმით, გაერო აწარმოებს მოლაპარაკებებს კრედიტორებთან და დონორებთან, რათა გადაანაწილონ დამატებითი თანხები კატასტროფების პრევენციაზე, მათ შორის მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ეს არის რთული გარიგება ბენეფიციარი ქვეყნებისთვის, რომლებსაც უკიდურესად ესაჭიროებათ მოკლევადიანი განვითარება და ექმნებათ პოტენციურად მაღალი დანაკარგები სტიქიური უბედურებების შემთხვევაში.

“საგნებს უნდა ვუყუროთ არა მხოლოდ რაოდენობის, არამედ ხარისხის თვალსაზრისითაც და ამას გამბედაობა სჭირდება როგორც დონორთა, ასევე მიმღებთა საზოგადოებისგან”, - განაცხადა მიზუტორმა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: კლერ ჯიო