LIVE

Twitter-ის აქციონერი ელონ მასკს სასამართლოში უჩივის

27 მაი 202215:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 529
Twitter-ის აქციონერი ელონ მასკს სასამართლოში უჩივის

Twitter-ის ინვესტორი მილიარდერ ელონ მასკს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საქმეში ნათქვამია, რომ მან კალიფორნიის კორპორაციული კანონები მრავალი გზით დაარღვია. ის Tesla-ს ბოსს ადანაშაულებს "არასწორ საქციელში", რადგან მისმა ცრუ განცხადებებმა და ბაზრის მანიპულაციამ სან-ფრანცისკოში Twitter-ის შტაბ-ბინაში "ქაოსი" გამოიწვია. 

ინვესტორ უილიამ ჰერესნიაკის მიერ ჯგუფის სახელით შეტანილი სარჩელში სასამართლოში მიმდინარე კვირაში შევიდა. მასში ნათქვამია, რომ მასკმა Twitter-ში საკუთარი წილის შესახებ ინფორმაციის დროულად არ გამჟღავნებით და კომპანიის გამგეობის წევრობის შესახებ გაჭიანურებული გადაწყვეტილებით ფინანსური სარგებელი მიიღო. გარდა ამისა, მილიარდერის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ტვიტი "შეცდომაში შემყვანი" იყო.  

ინვესტორების თქმით, მასკმა $156 მილიონი დაზოგა, როცა 14 მარტს არ გაამჟღავნა, რომ Twitter-ის 5%-ზე მეტი იყიდა. სარჩელის მიხედვით, ამის შემდეგ მასკმა განაგრძო აქციების ყიდვა და საბოლოოდ აპრილის დასაწყისში გამოაცხადა, რომ იგი კომპანიის 9.2%-ს ფლობს.

"Twitter-ში წილის გამჟღავნების დაგვიანებით, მასკი ჩაერთო ბაზრის მანიპულაციებში და Twitter-ის აქციები ხელოვნურად დაბალ ფასად იყიდა", - აცხადებენ ინვესტორები.

Twitter-ის აქციები დაახლოებით 27%-ით დაბალია, ვიდრე მასკის მიერ შეთავაზებული $54,20.  

გასულ კვირას მასკმა განაცხადა, რომ Twitter-ის $44 მილიარდიან გარიგებას არ გააგრძელებს, თუ სოციალური მედიის გიგანტი ვერ დაამტკიცებს, რომ ბოტები მისი მომხმარებლების 5%-ზე ნაკლებს შეადგენენ. მილიარდერის აზრით, თანაფარდობა გაცილებით მაღალია.