
რუსეთი პირობას დებს, რომ დღეს შვიდი უკრაინული პორტიდან ჰუმანიტარული საზღვაო დერეფნები იმუშავებს. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მიხაილ მიზინცევმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის შავი ზღვის ექვს პორტში, მათ შორის, ოდესაში, ხერსონსა და მიკოლაევში 16 ქვეყნის 70 უცხოური ხომალდი დგას.
უკრაინა დარწმუნებული არ არის, რომ რუსეთი პირობას შეასრულებს და გემებს უსაფრთხოდ გაატარებს, ამიტომ გადაზიდვები შეიძლება მალე არ განახლდეს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განაცხადებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნატო სოფლის მეურნეობის ტვირთების უსაფრთხო გადაადგილებას დაეხმაროს.
უკრაინის სასოფლო-სამეურნეო ციკლის შეწყვეტა საფრთხეს უქმნის მრავალწლიან გლობალურ სასურსათო კრიზისს. ამის შესახებ კულებამ დავოსში ისაუბრა.
"საბოლოოდ პრობლემა ისაა, რომ ვერ ენდობი რუსეთს, მაშინაც კი, თუ ისინი ხელს აწერენ უსაფრთხო გავლის გარანტიას", - თქვა კულებამ.
გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ესტონეთმა და ლიეტუვამ ევროპულ ქვეყნებს სთხოვეს, სამხედრო ხომალდები გააგზავნონ და უკრაინული მარცვლეულის გადამზიდავი ტვირთები კრემლის შესაძლო ჩარევისგან დაიცვან.
მოსკოვმა დაბლოკა უკრაინის პორტები, რამაც მარცვლეულის გადაზიდვას ხელი შეუშალა და ფასები თითქმის რეკორდულად გაზარდა, რადგან რუსეთი და უკრაინა კონფლიქტამდე ხორბლის მსოფლიო მარაგის დაახლოებით 30%-ს აწარმოებდნენ.
Bloomberg-ის ორიგინალური სტატია