LIVE

ლირა დოლართან მიმართებით 5-თვიან მინიმუმამდე გაუფასურდა

24 მაი 202216:15
3 წუთის საკითხავი
clock clock 598
ლირა დოლართან მიმართებით 5-თვიან მინიმუმამდე გაუფასურდა

თურქული ლირა აშშ დოლართან მიმართებით ბოლო ხუთი თვის განმავლობაში ყველაზე მეტად გაუფასურდა. ქვეყნის მონეტარული პოლიტიკა ზედმეტად ლმობიერი რჩება იმისთვის, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში ინფლაციის ყველაზე სწრაფ ტემპს შეეწინააღმდეგოს.

ლირა სამშაბათს კიდევ 0,7%-ით გაუფასურდა და $1-ის ღირებულებამ 16.0477 ლირა შეადგინა, რაც გასული წლის კრიზისის შემდეგ ყველაზე დაბალი დონეა. თურქეთში წლიური ინფლაცია აპრილში 70%-მდე გაიზარდა, რაც ცენტრალური ბანკის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, 14%-ს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

გაუფასურება პოლიტიკის შემქმნელების მიერ უცხოური ვალუტის დანაზოგების პროგრამის შემოღების და გასული წლის ვარდნის თავიდან ასაცილებლად ინტერვენციის მიუხედავად მოხდა. შეგახსენებთ, ლირამ გასული წლის 20 დეკემბერს ყველა დროის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დოლარზე 18.3633 დააფიქსირა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაფართოება ენერგეტიკული ხარჯების ზრდის ფონზე დამატებით ზეწოლას წარმოადგენს თურქეთის უცხოური ვალუტის ბუფერებზეც. ქვეყნის მარაგი წელს ყველაზე მეტად, $4.8 მილიარდით შემცირდა.

ქვეყნის ცენტრალური ბანკი განაკვეთების შესახებ შეხვედრას ხუთშაბათს გამართავს. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 14%-ზე შეინარჩუნებს მას შემდეგ, რაც გასულ წელს 500 საბაზისო პუნქტით შეამცირა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: უგურ ილმაზი