LIVE

ლარი გამყარდა - 1 დოლარი 2.88 ლარი ღირს

23 მაი 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 586
ლარი გამყარდა - 1 დოლარი 2.88 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.8767 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9036 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 2.69 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0677 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0738 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.61 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.