LIVE

მაიმუნის ყვავილი, სავარაუდოდ, ადამიანებში ინტიმური კონტაქტის საშუალებით ვრცელდება

21 მაი 202213:25
3 წუთის საკითხავი
clock clock 1382
მაიმუნის ყვავილი, სავარაუდოდ, ადამიანებში ინტიმური კონტაქტის საშუალებით ვრცელდება
CDC/AP

შეერთებული შტატების ჯანდაცვის მაღალჩინოსნების განცხადებით, მაიმუნის ყვავილი ადამიანებს შორის სავარაუდოდ ახლო, ინტიმური ან სექსუალური კონტაქტით ვრცელდება.

მიუხედავად იმისა, რომ რისკი ფართო საზოგადოებისთვის დაბალია, ჯანდაცვის მუშაკებს ეძლევათ გაფრთხილება, შესაძლო შემთხვევების მონიტორინგისა და საჭიროების შემთხვევაში დამცავი აღჭურვილობის გამოყენების შესახებ.

განსხვავებით Covid-19 ვირუსისგან, რომელიც ვრცელდება ჰაერით და რესპირატორული გზით, მაიმუნის ყვავილის გავრცელება უფრო მჭიდრო კონტაქტს საჭიროებს. ინფიცირებულ ადამიანთან საწოლის, ტანსაცმლის ან კბილის ჯაგრისის გაზიარება უფრო დიდ რისკს ქმნის.

ჩუტყვავილას მსგავსი ვირუსი, რომელიც პირველად 50 წელზე მეტი ხნის წინ დაფიქსირდა და ტრადიციულად აფრიკის რეგიონებს არ სცდებოდა, გასული ორი კვირის განმავლობაში ევროპის და ამერიკის კონტინენტზე არაერთ ქვეყანაში გამოჩნდა. მაიმუნის ყვავილის ახალი და სავარაუდო შემთხვევები დაფიქსირდა ნიუ-იორკში, შვედეთში, კანადასა და ავსტრალიის ორ უდიდეს ქალაქში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადასტურა 37 და კვლევის 71 შემთხვევას მსოფლიოში. უჩვეულო ინფექციების მასშტაბებმა მეცნიერების შეშფოთება გამოიწვია.

ზაფხულის თვეების მოახლოებასთან და სოციალური კონტაქტების მატებასთან ერთად, ვირუსის გავრცელების შესაძლებლობა იზრდება.

გასულ წელს შეერთებულ შტატებში მაიმუნის ყვავილის ორი შემთხვევა ნიგერიაში მოგზაურთა შორის დაფიქსირდა. თუმცა, უახლეს შემთხვევებს არ აქვთ კავშირი აფრიკულ ქვეყანასთან. 

მაიმუნის ყვავილი ნაკლებად საშიშია, ვიდრე ჩუტყვავილა. სიმპტომები ჩვეულებრივ მოიცავს ცხელებას, შემცივნებას და გამონაყარს სახეზე ან სასქესო ორგანოებზე. ითვლება, რომ ამჟამად მოცირკულირე შტამი კლავს ინფიცირებულთა დაახლოებით 1%-ს, თუმცა ამჟამინდელი გავრცელების პირობებში არავინ გარდაიცვალა.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ფიონა რატერფორდი