LIVE

უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ 40-მდე უკრაინელი დიზაინერისა და ბრენდის კოლექცია - Phubber

20 მაი 202215:45
3 წუთის საკითხავი
clock clock 1042
უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ 40-მდე უკრაინელი დიზაინერისა და ბრენდის კოლექცია - Phubber

უკვე საშუალება გაქვთ შეიძინოთ 40-მდე უკრაინელი დიზაინერისა და ბრენდის კოლექცია!,- ამის შესახებ Phubber-ის დამფუძნებლების, გიორგი ჩუგოშვილისა და ანანო დოლაბერიძის წერილშია აღნიშნული.

Phubber-ის დამფუძნებლების განცხადებით, VISA-ს მხარდაჭერით, უკრაინაში შეძენილი ნივთების საქართველოში ჩამოტანა უფასოდ მოხდება.

„როდესაც ამ ბრენდებთან და დიზაინერებთან დავიწყეთ კომუნიკაცია - გავაცანით იდეა, მხოლოდ აღფრთოვანება და მადლიერებით სავსე თვალები დავინახეთ! ამან კიდევ უფრო მეტი შემართება მოგვცა. მაგრამ პროექტი უთქვენოდ არ გამოგვივა - ჩვენ ეს ერთად უნდა გავაკეთოთ, ჩვენ - „ფაბერმა“, თქვენი - „ფაბერის“ მომხმარებლების დახმარებით, კიდევ ერთხელ უნდა დავანახოთ უკრაინელებს, რომ მათ გვერდით ვართ, მხარს ვუჭერთ, ვცდილობთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ და მზად ვართ უკრაინის აღორძინების პროცესში ჩავერთოთ. შემოგვიერთდით: იყიდეთ უკრაინული, იყიდეთ უკრაინელებისგან, იყიდეთ უკრაინელებისთვის!“,- აღნიშნულია წერილში.

ცნობისთვის, Phubber-ი უკრაინის ბაზარზე 2021 წელს შევიდა.