LIVE

ლარი გამყარდა - 1 დოლარი 2.93 ლარი ღირს

19 მაი 202217:05
3 წუთის საკითხავი
clock clock 796
ლარი გამყარდა - 1 დოლარი 2.93 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური მონაცემებით, ლარი აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, 1 აშშ დოლარის ოფიციალურმა ღირებულებამ 2.9262 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.9442 ლარი იყო. შესაბამისად, აშშ დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.80 თეთრი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებითაც გამყარდა. კერძოდ, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.0789 ლარი გახდა. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.0973 ლარი იყო. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.84 თეთრი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.