LIVE

ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიული რეზერვებისთვის ნავთობის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს

19 მაი 202216:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 595
ჩინეთი რუსეთთან სტრატეგიული რეზერვებისთვის ნავთობის შესაძენად მოლაპარაკებებს აწარმოებს

Bloomberg News-ის ინფორმაციით, ჩინეთი ცდილობს შეავსოს ნედლი ნავთობის სტრატეგიული მარაგები იაფი რუსული ნავთობით, რაც იმის ნიშანია, რომ პეკინი აძლიერებს ენერგეტიკულ კავშირებს მოსკოვთან.

რუსეთისგან შესყიდული ნედლი ნავთობი გამოყენებული იქნება ჩინეთის სტრატეგიული მარაგების შესავსებად და მოლაპარაკებები მთავრობის დონეზე ნავთობკომპანიების მცირე პირდაპირი ჩართულობით მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასი დაეცა, რადგან მყიდველები ცდილობენ, თავი აარიდონ რუსეთთან თანამშრომლობას, რათა არ დააზიანონ რეპუტაცია ან არ დაარღვიონ დაწესებული ფინანსური სანქციები. ეს აძლევს შესაძლებლობას ჩინეთს, იაფად შეავსოს სტრატეგიული რეზერვები, რომლებიც, როგორც წესი, საგანგებო სიტუაციების ან უეცარი შეფერხებების დროს გამოიყენება.

პოტენციური გარიგების მოცულობის ან პირობების შესახებ დეტალები ჯერ არ არის ცნობილი და არ არსებობს გარანტია, რომ შეთანხმება შედგება.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატია