LIVE

Gucci-სა და Adidas-ის $1644-იანი ქოლგა წვიმას ვერ აკავებს

19 მაი 202221:00
3 წუთის საკითხავი
clock clock 992
Gucci-სა და Adidas-ის $1644-იანი ქოლგა წვიმას ვერ აკავებს
GUCCI

Gucci-სა და Adidas-ის ერთობლივი ქოლგა ჩინეთში მედიის ყურადღების ცენტრშია. სოციალურ ქსელ Weibo-ზე ჰეშთეგს "თანამშრომლობით შექმნილი ქოლგა, რომელიც 11,100 იუანად ($1,644) იყიდება, წყალგაუმტარი არ არის",- 140 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. 

Gucci-ის ვებსაიტის მიხედვით, ის "არ არის წყალგაუმტარი, განკუთვნილია მზისგან დასაცავად და შეიძლება გამოყენებული იქნას, როგორც დეკორაციული აქსესუარი". 

Gucci-ს სპიკერმა პეკინში დაფუძნებულ ჟურნალს Caijing-ს განუცხადა, რომ პროდუქტი "ყოველდღიური გამოყენებისთვის არ არის რეკომენდებული". 

ქოლგა ნაწილია ბრენდების ერთობლივი კოლექციის, რომლის გამოსვლა 7 ივნისს იგეგმება. 

ჩინეთი წამყვანი ფუფუნების ბრენდების საკვანძო ბაზარია. საკონსულტაციო კომპანია Bain & Company-ის ცნობით, ჩინეთში გასულ წელს, ძვირადღირებული საქონლის გაყიდვები 36%-ით გაიზარდა.

Bain-მა ასევე იწინასწარმეტყველა, რომ ჩინეთი გახდება ფუფუნების საქონლის ყველაზე დიდი ბაზარი მომდევნო სამი წლის განმავლობაში.

Bloomberg-ის ორიგინალური სტატიის ავტორი: ლაუ დუ ვეი