LIVE

Deutsche Bank-მა მსხვილი რუსული ბანკების ანგარიშები დახურა -RBC

18 მაი 202217:40
3 წუთის საკითხავი
clock clock 790
Deutsche Bank-მა მსხვილი რუსული ბანკების ანგარიშები დახურა -RBC

RBC-ს ცნობით, გერმანულმა Deutsche Bank-მა შეწყვიტა ურთიერთობა რუსულ ბანკებთან, რომლებსაც ბანკში საკორესპოდენტო ანგარიშები ჰქონდათ გახსნილი. 

Deutsche Bank-მა 2022 წლის მარტის შუა რიცხვებში გაუგზავნა შეტყობინება რუსულ ბანკებს ანგარიშების დახურვის შესახებ. ანგარიშები მუშაობდა 7 აპრილის ჩათვლით და დაიხურა 20 აპრილს, განაცხადა RBC-ს წყარომ და დასძინა, რომ გადაწყვეტილება ბევრ მსხვილ საკრედიტო ინსტიტუტს შეეხო.

წყაროს ცნობით, “ამჟამად Deutsche Bank-ს აქვს რამდენიმე საკორესპონდენტო ანგარიში მცირე რუსულ ბანკებთან”, თუმცა თუ ბანკში ტრანზაქციების რაოდენობა გაიზრდება, მაშინ Deutsche Bank ხურავს ბანკის ანგარიშებს.

2022 წლის მარტში Deutsche Bank-მა დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და გადაწყვიტა დაეტოვებინა ქვეყანა და არ წამოიწყო ახალი პროექტები.

ავსტრიულმა საბანკო ჯგუფმა Raiffeisenbank International (RBI) ასევე მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე რუსული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშების დახურვის შესახებ. 

რუსეთიდან გადახდების დამუშავება ფინურმა Nordea Bank-მაც შეაჩერა. ჰოლანდიურმა საბანკო ჯგუფმა ING-მა განაცხადა, რომ ის “აკვირდება სიტუაციას, რათა შექმნილ ვითარებას მოარგოს გადაწყვეტილებები”.